კვლევა


                             
                           სსიპ ქ.თბილისის № 158 საჯარო სკოლა

   
                                           მოტივაციის ამაღლება
                                  გამრავლების ტაბულის შესწავლის
                                                        დროს

                                             
                      
                                                 ნანა ბოლქვაძის
                       პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში



                                                                             
                                                2018-2019 სასწავლო წელი

სარჩევი













შესავალი

 


სკოლა წარმოადგენს  მეცნიერული, სასწავლო საგანმანათლებლო, ან შემოქმედებითი მოღვაწეობის, საშუალებების, რესურსების ერთობლიობას , სადაც მოსწავლეები სწავლობენ  მასწავლებლებისაგან.  მასწავლებელს მეტად რთული და პასუხსაგები მისია აკისრია,ამიტომ მასწავლებლის გონება ბევრი მიმართულებით უნდა ჭრიდეს .ბავშვისთვის სწავლის პროცესი უნდა იყოს საინტერესო და არა მოსაბეზრებელი, ამიტომ მასწავლებელი დღითი -დღე   უნდა ,,იზრდებოდეს“ , მუდმივად უნდა ეცნობოდეს   სწავლების  ახალ მეთოდებს და იყოს მუდმივად ახლის ძიებაში. მასწავლებელს ბავშვის თვალით უნდა შეეძლოს სამყაროს აღქმა და როგორც ჯიმ ჰენსონი ამბობდა : ,,საინტერესო მასწავლებელი - ღრმა ადამიანია და მისაბაძი მაგალითი. ის უნდა იწვევდეს პატივისცემას ბავშვში, უნდა იყოს ავტორიტეტი თავის სფეროში. მაშინ კი მოსწავლე სწავლას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება და ჰაერიდან შეისრუტავს ყველაფერს, რასაც გაკვეთილებზე გაიგებს“.
მათემატიკა სხვა სასკოლო დისციპლინებს შორის უფრო მეტად ხასიათდება ისეთი სპეციფიკური გამჭოლი კომპეტენციებით , როგორებიცაა, მაგალითად , ანალიზი,ამოცნობა, მიხვედრა, არჩევა, მსჯელობა-დასაბუთება. ეილერის შეხედულებების გათვალისწინებით , არითმეტიკული მოქმედებების ალგორითმების ჩამოყალიბება დასაბუთებების ზომიერად გამოყენების საფუძველზე ხდება.
ა. მარკუშევიჩი ამბობდა: ,, სკოლაში მიღებულ მათემატიკურ ცოდნაზე გადის ფართო გზა უზარმაზარი, თითქმის თვალუწვდენელი არეებისა შრომასა და აღმოჩენებში.“ მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანი კი არის მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური , სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება. მათემატიკის სწავლა მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პობლემების გადაჭრაში.
     სწორედ მათემატიკის სწავლების  დროს გამოიკვეთა ერთ-ერთი პრობლემა,კერძოდ , მოსწავლეებს გაუჭირდათ გამრავლების ტაბულის შესწავლა, რომელიც  გახდა  ჩემი კვლევის მიზეზი. კვლევა ჩავატარე სსიპ ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლის IIIკლასში, სადაც სწავლობს 25 მოსწავლე,მათგან 17 გოგონაა და 8 -ვაჟი. პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: მიმდინარე სასწავლო წელს, როდესაც დავიწყეთ გამრავლების ტაბულის შესწავლა ,მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდათ, ამიტომ გამოვიკვლიე ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და  გადავწყვიტე უშუალოდ ერთ-ერთ მიზეზზე, მოსწავლეთა დაბალ მოტივაციაზე ,გამემახვილებინა ყურადღება და  სხვადასხვა აქტივობებით ამემაღლებინა მოსწავლეთა   მოტივაცია სწავლების დროს.  კვლევის მიმდინარეობის პერიოდში მოვიძიე და დავამუშავე ლიტერატურა კვლევასთან და არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩავატარე გამოკითხვები , შევიმუშავე ინტერვენციები და ბოლოს მიღებული შედეგები შევაჯამე.
 ჩემს  კვლევაში წარმოდგენილია დამუშავებული ლიტერატურა :1. სხვადასხვა ცნობილი ადამიანის გამონათქვამები ; 2.  სტატიები,რომლებიც გამოქვეყნებულია ინტერნეტგაზეთებში:  www.mastsavlebeli.ge” და  ,,edu.aris.ge “ ;3. სხვადასხვა ავტორის მიერ გამოცემული წიგნები.


თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

 1.1საკვლევი საკითხის აქტუალურობა

             მიუხედავად იმისა, რომ XXI  საუკუნე ახალი და მრავალფეროვანი ტექნოლოგიების საუკუნეა, მაინც ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანს  სჭირდება არითმეტიკული მოქმედებების ცოდნა. არითმეტიკული მოქმედებებისა და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება,არითმეტიკული მოქმედებების  თვისებებისა და მათ შორის კავშირის გააზრება  ხდება დაწყებით საფეხურზე. მოსწავლეებს უყალიბდებათ ათობითი პოზიციური სისტემის სრულყოფილი გაგების და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას მისი გამოყენების უნარ-ჩვევები.რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულების დროს  სხვა მოქმედებებთან ერთად მნიშვნელოვანია მოქმედება - გამრავლების კარგად დაუფლება, რაშიც გვეხმარება გამრავლების ტაბულის ცოდნა. გამრავლების ტაბულის ცოდნის გარეშე კი  შეუძლებელია მათემატიკის საფუძვლიანი სწავლების გაგრძელება ზედა კლასებში.
ჩემმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მაჩვენა , რომ დაწყებით კლასებში გამრავლების ტაბულის შესწავლა, მისი დამახსოვრება,დაზეპირება მოსწავლეებისთვის რთული პროცესია,რაც აისახება მათი სწავლის შედეგებზე . ეს პრობლემა ზედა კლასებში კიდევ და კიდევ ახალ პრობლემებს ქმნის.ჩემი აზრით ამ  პრობლემის  ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის  მოსწავლეებში სწავლის დროს დაბალმა მოტივაცია .
ამ კვლევის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ გამრავლების ტაბულა,  პედაგოგები გაეცნობიან მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა აქტივობებს , ხოლო მე მივიღებ  უფრო მეტ  გამოცდილებას  ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

1.2.პრობლემის გამომწვევი  მიზეზები

გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს ჩემს კლასში პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები იყო :
·         გამრავლების ტაბულის გაუაზრებელი  დაზეპირება;
·         გამრავლების ტაბულის ნაკლები სიხშირით გამოყენება პრაქტიკაში;
·         მოსწავლის დაბალი მოტივაცია გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს.

  1.3 კვლევის მიზანი

 პრაქტიკული კვლევის მიზანია საფუძვლიანად შევისწავლო მოსწავლეებში გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს, შედეგების  დაბალი მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზები და გამოვნახო ამ მიზეზებიდან ერთ-ერთის ,კერძოდ დაბალი მოტივაციის , ამაღლების  ოპტიმალური გზები.

   1.4 საკვლევი კითხვები და ამოცანები

ჩემი პედაგოგიური კვლევისათვის  შევარჩიე კითხვები , რომლებზეც პასუხის გაცემა უზრუნველყოფდა კვლევის მიზნის მიღწევას. საკვლევი კითხვებია:
ü  რამ გამოიწვია მოსწავლეებში გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს დაბალი  შედეგები?
ü  რა გავლენას ახდენს მოსწავლეებში დაბალი მოტივაცია გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს?
ü  რა საშუალებებით შეიძლება ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია სწავლების დროს?
              კვლევის დაწყების წინ დავსახე შემდეგი ამოცანები:
·         დაწყებითი კათედრის წევრებთან შეხვედრა და საკვლევი თემის განხილვა;
·         III-V კლასებში შემსვლელ მათემატიკის მასწავლებლებისგან ჩაღრმავებული ინტერვიუს აღება;
·         სადიაგნოსტიკო კითხვარების შედგენა III კლასის მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის;
·         ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
·         მონაცემთა ანალიზი;
·         შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.
   

 1.5 კვლევის მეთოდები

პრაქტიკული კვლევის პერიოდში  გამოვიყენე  რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები:
1.     გამოკითხვა; 2. ფოკუსჯგუფები; 3. ჩაღრმავებული ინტერვიუ; 4. დაკვირვება.

თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა

             ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით: ,, სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე.მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.“რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მასწავლებელს.მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს ბავშვების განწობის ამაღლებასა და დადებითი ატმოსფეროს შექმნაზე, რათა მისი ჩატარებული გაკვეთილი იყოს ნაყოფიერი. ნებისმიერი მასწავლებელი, რომელიც კრიტიკული თვალით შეხედავს თავის მუშაობას ,იგი აუცილებლად აღმოაჩენს ხარვეზებს. შეიძლება მას პრობლემებიც ჰქონდეს, მაგრამ მთავარია შეგვეძლოს ამ პრობლემების დანახვა და მისი პრევენციისთვის საჭირო გზების დასახვა. აღმოჩენილი პრობლემის არსებობამ შეიძლება კვლევის სურვილიც გაგვიჩინოს.ასეთ პრობლემას დაწყებითი საფეხურის პედაგოგების  პრაქტიკაში წარმოადგენს გამრავლების ტაბულის  მყარად შესწავლა .ამიტომ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისათვის გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება დავისახე მიზნად. რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებითი საფეხურის მისიაა: ,, სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება , ცნობისმოყვარეობის, ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.“
             მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. სწავლის მოტივაცია წარმოადგენს მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს. ამასთან , რაც უფრო მაღალია მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია, მით უფრო მაღალია სწავლის ხარისხი და პირიქით- რაც უფრო დაბალია,  შესაბამისად სწავლის ხარისხიც იკლებს.მოსწავლის მოტივაციის ხარისხი დამოკიდებულია არა ცალკეულ დისციპლინაზე, არამედ მასწავლებელზე. მასწავლებელმა სწავლების პროცესში ისეთი სახალისო , საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები უნდა გამოიყენოს , რომლებიც მოსწავლეებში გამოიწვევს ინტერესის  გაღვივებას  და მოტივაციის ამაღლებას. ამიტომ მასწავლებელი მუდმივად ორიენტირებული უნდა იყოს წინსვლასა და განვითარებაზე. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებაში გადამწყვეთ  როლს ასრულებს პოზიტიური, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, მზრუნველობასა და  მხარდაჭერაზე ორიენტირებული ურთიერთობა, რომელსაც ასევე მასწავლებელი უყრის საფუძველს. ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს სენსიტიური, კომუნიკაბელური, თანაგრძნობისა და სიმპათიის გამომხატველი, აქტიური მსმენელი და სამართლიანი.
            განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ: შინაგანს და გარეგანს.
             შინაგანი მოტივაცია არის სწრაფვა კონკრეტული ქმედებისკენ, რომელიც შიგნიდან არის გამოწვეული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ან რაღაცის აღმოჩენის სურვილით.ასეთი მოსწავლის მიზანი გარეშე ფაქტორების (შექება, ჯილდო, ნიშანი...) მიღება არ არის , ვინაიდან მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო თვითონ აქტივობაა. შინაგანად მოტივირებულ ადამიან აქვს  საინტერესო ცხოვრება, კმაყოფილების გრძნობა, პოზიტიური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და, საკუთარი თავის რწმენა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
      შინაგანი მოტივაციის ამაღლებისათვის მასწავლებლები მიმართავენ მთელ რიგ სტრატეგიებს:
·         დავალების შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით;
·         მოსწავლეებისთვის არჩევანის უფლების მინიჭება;
·         მოსწავლეების აზრის თამამად გამოხატვის შესაძლებლობა;
·         თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში;
      გარეგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა, რომელიც  გამოწვეულია  გარეგანი ფაქტორებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვების სურვილით.გარეგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეებს ახასიათებთ შიში რისკის მიმართ. ასეთი მოსწავლეების მიზანია ძალისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით , მაქსიმალური ეფექტის(წახალისება, ჯილდო) მიღება.
მასწავლებელი უნდა  ითვალისწინებდეს მოსწავლის ასაკს , ხასიათს , ბუნებას და შესაბამისად საგაკვეთილო პროცესში უნდა იყენებდეს მოტივაციის ორივე ფორმას.თუმცა   ექსპერტებს მიაჩნიათ , რომ მასწავლებელმა მთელი თავისი ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად.მუდმივად უნდა იზრუნოს მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის გაღვივებასა და განვითარებაზე,  ორიენტირებული ქცევების ჩამოყალიბებაზე, რაც დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეების  სწავლის ხარისხზე.  
             მოტივაციის ასამაღლებლად მრავალი ფაქტორი არსებობს . მათ შორის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა თამაშით სწავლება.იგი  ხელს უწყობს მოსწავლეთ კრეატიული აზროვნების, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ,შემოქმედებითი აზროვნების  , წარმოსახვის , ოპერატიულობის, თვითშემოწმების უნარის განვითარებასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის ჩვევების დაუფლებას.
            თამაში არის სახალისო და საინტერესო პროცესი, რომელშიც ბავშვები სიამოვნებით ერთვებიან და ინტერესით ასრულებენ საკუთარ ფუნქციას და სწავლობენ ახალ აქტივობებს. განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევრები აღნიშნავენ , რომ თამაში მჭიდროდ არის დაკავშირებული  როგორც კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე  ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ეხმარება ბავშვებს განცდებისა და ემოციების საშუალებით ,უფრო მარტივად დამოუკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება უკვე არსებულზე დაყრდნობით. ამიტომ ძალიან დიდია თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში. როგორც ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ამბობდა,,თამაშს ეგოდენ დიდი ობიექტური აზრი აქვს : ამიტომაა, რომ იგი, გროსის არ იყოს ,ცხოვრების ნამდვილი ,,მოსალოდნელი სკოლაა“.
            ყველა მასწავლებლისთვის კარგად არის ცნობილი , რომ სწავლაში წარმატება დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის დაინტერესებაზე , სურვილსა და მასში
ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან თამაში ბავშვის ბუნებროვი მდგომარეობაა და უმეტესად მისი სურვილიდან გამომდინარეობს, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაინტერესებისა და  აქტიურად ჩართვის მიზნით ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლა თამაშის დახმარებით. თამაშით სწავლების დროს მნიშვნელოვანია მასწავლებლის მიერ  დაგეგმილი თამაში/თამაშები ფოკუსირებული იყოს ბავშვის ფიზიკურ , ინტელექტუალურ და სოციო-ემოციურ ზრდა განვითარებაზე.
             სასწავლო პროცესის შემოქმედებითად წარმართვისათვის სკოლებში არაერთი სიახლე დაინერგა. მათ შორის არის გაკვეთილის ჩატარების ერთ-ერთი მეთოდი ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“, რომელიც  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ამ დროს შებრუნებული ხდება თვითონ სწავლის პროცესი . ეს მეთოდი ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელია , რომელიც ტრადიციურ სასწავლო გარემოს აბრუნებს. ამ მეთოდით სწავლების დროს მოსწავლე მასალის შინაარსს ღრმად წვდება, სწორად მართავს დროს, იძენს თანამშრომლობით  და შემოქმედებით უნარებს და  სწავლობს , თუ როგორ უნდა ისწავლოს. იმ მოსწავლეს კი , რომელიც ვერ იგებს ახალ მასალას, მასწავლებელი გაკვეთილზე ეხმარება და თავიდან უხსნის .
   ეს მეთოდი არა მარტო მოსწავლეებისთვის არის კარგი, არამედ მასწავლებლისთვისაც ხელსაყრელია, რადგან მყისიერად იგებს  ახალი მასალის ახსნის ხარისხს და აქვს მომენტალური უკუკავშირი.
 ხანგრძლივი კვლევები ადასტურებს , რომ მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს , როდესაც იგი აქტიურად არის ჩართულია სასწავლო პროცესში და არა მაშინ , როდესაც უყურებს და უსმენს აქტიურ და ქმედით მასწავლებელს.
ჩემ მიერ დამუშავებული ლიტერატურა დამეხმარა კვლევის  დროს განსახორციელებელი ინტერვენციების დაგეგმვაში.

თავი III

მეთოდოლოგია

3.1.  პრაქტიკული კვლევა , როგორც კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველი

            რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?
            ტერმინი ,, კვლევა“ გულისხმობს რაიმე საკითხის შესწავლას. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის აქტიური, შრომატევადი , სისტემური შესწავლის პროცესი, რომლის დროსაც თანამშრომლობის საფუძველზე  ხდება  ახალი ცოდნის გენერირება. იგი  მიზნად ისახავს რაიმე იდეის მხარდასაჭერად თუ უარსაყოფად აუცილებელი ფაქტების დადგენას, მათ ახსნას და დასკვნების გამოტანას .
  როგორ უნდა წარვმართოთ კვლევა?
 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა რომ ვაწარმოოთ , საჭიროა ისეთი პრობლემის შერჩევა , რომელიც გამოკვეთილია მოსწავლეებში. შემდეგ  მოვძებნოთ და შევარჩიოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები ანუ მეთოდები.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დროს ჯერ უნდა შეირჩეს საკვლევი თემა,ჩამოყალიბდეს კვლევის მიზნები ,უნდა მოხდეს ლიტერატურის მოძიევა და კვლევის პროცესის დოკუმენტირება,შეირჩეს კვლევის მეთოდები , შემუშავდეს მოქმედების სტრატეგიები , დაინერგოს პრაქტიკაში და მოხდეს  მოპოვებული ცოდნისა  და გამოცდილების გაზიარება კოლეგებთან. 

  3.2.  სამიზნე კლასი

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკისთვის  სამიზნე კლასი არის  სსიპ ქ. თბილისის №158 საჯარო სკოლის III    კლასის მოსწავლეები.
            კვლევის დაწყების წინ  დაწყებითი კლასების კათედრის წევრებთან მქონდა შეხვედრა.მათ გავაცანი ჩემი საკვლევი თემა და  ვისაუბრეთ  ჩემ მიერ შეთავაზებულ  საკითხებზე :1. არის თუ არა საჭირო მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში გამრავლების ტაბულის სწავლების დროს ; 2. რა იწვევს გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს დაბალ შედეგებს. 3.ზრუნავთ თუ არა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე?
            კოლეგებმა განაცხადეს , რომ  ეს საკითხი  საკმაოდ აქტუალურია , რადგან  მოსწავლეები ყოველთვის აწყდებიან პრობლემებს  გამრავლების ტაბულის სწავლების დროს ( ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს სწავლა , ზოგს კი  მალე ავიწყდება  ნასწავლი  მასალა). პედაგოგებმა ასევე განაცხადეს, რომ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ  შეძლებისდაგვარად,  რესურსების სიმცირის გამო. კოლეგებთან  აზრის გაზიარების შემდეგ  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აუცილებელი იყო მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით ამემაღლებინა მოტივაცია გამრავლების ტაბულის სწავლების დროს. პირველ რიგში , კვლევის დაწყების წინ შევადგინე კვლევის განხორციელების განრიგი:

          თვე
აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი თემის შერჩევა
X





პედაგოგებთან შეხვედრა
          X





გამოკითხვის კითხვარის შემუშავება

     X




გამოკითხვის ჩატარება

        X




ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვარის შემუშავება


       X



ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება


       X



ინტერვენციების დაგეგმვა


       X



ინტერვენციების განხორციელება



       X


ინტერვენცია 1



        X


ინტერვენცია 2



        X


ინტერვენცია 3




     X

ინტერვენცია 4




      X

შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია




      
X



3.3 კვლევის  მეთოდების შერჩევა:

კვლევის პროცესში გამოვიყენე კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები:
ა.ჩაღრმავებული ინტერვიუ;  
 ბ. ფოკუს-ჯგუფი ;  
გ.  დაკვირვება;  
დ. გამოკითხვა.
 ეს მეთოდები გამოვიყენე როგორც კვლევის დასაწყისში ,პრობლემების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ასევე კვლევის მიმდინარეობის პროცესში და კვლევის საბოლოო,დასკვნით ეტაპზე ინტერვენციების შესაფასებლად.

თვისებრივი მეთოდები:
ა. ჩაღრმავებული ინტერვიუ
მონაცემების შეგროვების ფაზაზე III ბ, IV, IV ,V   და V კლასში შემსვლელ მათემატიკის მასწავლებლებთან გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი. რომელიც ეფუძნებოდა  წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს. (იხ. დანართი №1 ინტერვიუ მასწავლებელს თავისი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევდა . იგი პედაგოგიკაში სოციოლოგიიდან შემოვიდა და გამოიყენება,როგორც კვლევის დამატებითი მეთოდი მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
     კოლეგებთან  საუბრის   შემდეგ  გაირკვა  რამდენმა    ბავშვმა იცოდა გამრავლების ტაბულა. ასევე ვიმსჯელეთ თუ რა ფაქტორს ან ფაქტორებს შეიძლებოდა შეეშალა  ხელი გამრავლების ტაბულის მყარად და  მუდმივად  დამახსოვრებაში და   საჭირო იყო თუ არა ამ პრობლემის პრევენციისთვის  ახალი აქტივობების  შეტანა საგაკვეთილო პროცესში.
. ფოკუს-ჯგუფი
ფოკუს-ჯგუფი ჯგუფური ინტერვიუს , დისკუსიის სახეობაა. რომლის დროსაც , აზრთა გაცვლის პროცესში , რესპოდენტები ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას მოცემული საკითხისადმი.
     კვლევის დროს ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი  სსიპ ქ.თბილისის №158 საჯარო სკოლის III კლასის 10 მშობელთან  და ამავე კლასის 12 მოსწავლესთან.მშობლებს ამ შეხვედრაზე  ვაცნობე , რომ  მათ შვილებთანაც მსურდა გასაუბრება.   ფოკუს-ჯგუფისთვის წინასწარ შევიმუშავე კითხვარი(იხ. დანართი №2 - №3), რომელიც მიზნად ისახავდა:
v  გამოსაკითხ რესპოდენტებს სხვა თვალით დაენახათ ესა თუ ის საკითხი;
v   წამოეყენებინათ ახალი ჰიპოთეზები;
v  ჰქონოდათ შესაძლებლობა თავიანთი აზრი სრულად და თავისუფლად გამოეხატათ.
ფოკუს -ჯგუფის ჩატარების ხანგრძლივობა იყო მშობლებთან 1 საათი, მოსწავლეებთან - 30 წთ.
ჩატარებულმა  გამოკითხვამ საშუალება მომცა ,ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე  ,მიმეღო  ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი,რაც დამეხმარა პრობლემის  კიდევ  ერთხელ გამოკვეთაში.
გ. დაკვირვება
კვლევის პროცესში ჩემს  კლასში  შევიტანე სხვადასხვა ინტერვენცია  და პარალელურად  დავუკვირდი მოსწავლეებს .თავდაპირველად შევქმენი დაკვირვების დღიური, სადაც ჩავინიშნე აქტივობები და მეთოდები რის განხორციელებასაც ვაპირებდი, შემდეგ ჩამოვაყალიბე დაკვირვების დღიურის შექმნის  მიზანი და ჩემი მოლოდინები,განვსაზღვრე კრიტერიუმები რომლის მიხედვითაც შევაფასებდი მოსწავლეებს და შეჯამებისთვის შევიმუშავე დაკვირვების ოქმები.(იხ. დანართი №4)
ზოგიერთი მკვლევარი დაკვირვების ცალკე სახედ მიიჩნევს თვითდაკვირვებას, ამიტომ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისთვის მოსწავლეებს შევაქმნევინე დაკვირვების დღიური, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებს მოეხდინათ თვითდაკვირვება და  ეწარმოებინათ  დაკვირვების დღიური გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს და დროთა განმავლობაში ჩემთვის ეჩვენებინათ ინდივიდუალურად .
რაოდენობრივი კომპონენტი
ა. გამოკითხვა
გამოკითხვა მონაცემთა შეგროვების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც სასურველ ინფორმაციას გვაწვდის მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
 გამოკითხვა ვაწარმოე  მოსწავლეებში:
1. კვლევის დასაწყისში , სადიაგნოსტიკო ტესტის საშუალებით, რათა დამედგინა, როგორ შეისწავლეს გამრავლების ტაბულა 2-ზე, 3-ზე და 4-ზე;(იხ. დანართი№5)
 2. კვლევის ბოლოს , გამოვიყენე პროგრამა  learningapps.org და შევადგინე შემაჯამებელი ტესტი, რათა დამედგინა მივაღწიე თუ არა ჩემი კვლევის მიზანს.  
 3. კვლავ , კვლევის ბოლოს, მოსწავლეებს შევუდგინე კითხვარი, სადაც შეაფასეს კვლევის დროს გამოყენებული ინტერვენციები.

თავი IV

მონაცემთა ანალიზი

4.1. ჩაღრმავებული ინტერვიუ

 ჩაღრმავებული კითხვის მეთოდით გამოვკითხე  კოლეგები, რომლებმაც
 აღნიშნეს, რომ თავიანთ კლასებში მეტ-ნაკლებად შეინიშნება გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს პრობლემები. კერძოდ ,უჭირთ შესწავლა ან სწავლობენ და გარკვეული დროის შემდეგ ავიწყდებათ გამრავლების ტაბულა.
  მეხუთე კლასის მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ თავიანთ კლასებში, სადაც  სულ 32 მოსწავლეა, გამრავლების ტაბულის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 18 მოსწავლეს , ხოლო უარყოფითი-4,  ხოლო მეოთხე კლასის მასწავლებლების მონაცემებით, სადაც სულ 36 მოსწავლეა,გამრავლების ტაბულის შესწავლის მიმართ  დადებითი დამოკიდებულება აქვთ -30, ხოლო უარყოფითი-6. მესამე კლასის მასწავლებელმა კი აღნიშნა , რომ მართალია გამრავლების ტაბულის შესწავლა ახალი დაწყებული აქვს მოსწავლეებს მაგრამ 19 მოსწავლიდან   მაღალი შედეგი აქვს -7, საშუალო-5,ხოლო-დაბალი-7.
მოსწავლეთა შედეგები გამოვსახე დიაგრამებით:





(პროცენტები დამრგვალებულია ერთეულებამდე სიზუსტით.)

მოსწავლეთა რაოდენობა
მაღალი შეფასება
საშუალო შეფასება
დაბალი შეფასება
19
7
5
7





მოსწავლეთა რაოდენობა
მაღალი შეფასება
საშუალო შეფასება
დაბალი შფასება
36
30
0
6





მოსწავლეთა რაოდენობა
მაღალი შეფასება
საშუალო შეფასება
დაბალი შეფასება
32
18
10
4

            ასევე საუბრის  დროს  კოლეგებმა გამოკვეთეს ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეებს გამრავლების ტაბულის შესწავლასა და მყარად დამახსოვრებაში. ერთ-ერთი ფაქტორი იყო მოსწავლეების დაბალი მოტივაცია. კოლეგებმა მოიწონეს ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობები და მეთოდები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით და იმედოვნეს ,რომ კვლევის დამთავრების შემდეგ კარგ შედეგს მივიღებდი.



4.2ფოკუს-ჯგუფის  შედეგები:

ჩემი კვლევის ფოკუს-ჯგუფი იყო როგორც მშობლები, ასევე მოსწავლეები ამიტომ ორივე ჯგუფისთვის გავამზედე კითხვარი.
       გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა , რომ გამრავლების ტაბულის( 2-ზე, 3-ზე და 4-ზე)  შესწავლის პროცესში  მშობლების  უმრავლესობა  იყო  ჩართული  და ტაბულის  ხალისიანად შესწავლისთვის მათ დასჭირდათ ბავშვებისთვის გარეგანი მოტივაციის ამაღლება. თუმცა შედეგზე ნაკლებად გავიდნენ, რადგან ბავშვებს მალე ავიწყდებოდათ ნასწავლი .
მოსწავლეთა გამოკითხვისას კი დადგინდა , რომ  მათემატიკა საინტერესო და სახალისოა, მაგრამ აღნიშნეს ,რომ გამრავლების ტაბულის  შესწავლის  პროცესი არც ისე  საინტერესო  იყო და გამოთქვეს სურვილი , რომ უკეთესი იქნებოდა  შეესწავლათ ისეთი სახალისო და საინტერესო აქტივობები, რომლებიც ადვილად დამახსოვრებაში შეუწყობდა ხელს.


4.3.დაკვირვება

კვლევის დროს მოსწავლეებს  გავაკეთებინე დაკვირვების დღიური, რომლის დროსაც თავად აკეთებდნენ წერილობით დასკვნებს , თუ როგორ შეისწავლეს გამრავლება ნაბიჯ-ნაბიჯ  და რამდენად დაეხმარა მათ მოტივაციის ამაღლებისთვის გაფერადება.
მოსწავლეების თქმით, აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. ძალიან მოსწონდათ გაფერადების პროცესი, რომლითაც თავად ხვდებოდნენ , თუ რამდენი ჰქონდათ უკვე შესწავლილი.
მეც შევქმენი დაკვირვების დღიური კვლევის დასაწყისში, სადაც ვწერდი თუ როგორ გაამართლა ჩემმა ინტერვენციებმა და  ვინიშნავდი შედეგებს. უნდა აღინიშნოს  , რომ ეს მეთოდი მოსწავლეზე დაკვირვებისთვის ძალზედ კარგია.მასში სრულად არის ინფორმაცია ჩემს  მიზნებსა და მოსწავლის შედეგებზე.

4.4  გამოკითხვა

გამოკითხვა  ვაწარმოე კვლევის დაწყების წინ ჩემს  კლასში,სადიაგნოსტიკო ტესტის საშუალებით.( იხ. დანართი № 5) ტესტირება ჩაუტარდა 25 მოსწავლეს ,მათგან მაღალი შედეგი აჩვენა 10-მა მოსწავლემ ,საშუალო- 9 დაბალი-6.
 მოსწავლეთა შედეგები გამოვსახე დიაგრამაზე:



მოსწავლეთა რაოდენობა
მაღალი შეფასება
საშუალო შეფასება
დაბალი შეფასება
25
10
9
6




თავი V

კვლევის მიგნებები

      სადიაგნოსტიკო ტესტის  შედეგებმა აჩვენა, რომ ჩემს  მოსწავლეებს გაუჭირდათ გამრავლების ტაბულის საფუძვლიანი შესწავლა, რადგან ზოგს მოტივაცია არ ჰქონდა  მაღალი,ზოგს დაზეპირება არ უყვარს,ზოგმა ისწავლა, მაგრამ მალე დაავიწყდა და სხვა. ამიტომ სწავლების დროს ,მოტივაციის ამაღლების მიზნით დავგეგმე  ინტერვენციები, რომლებიც პრობლემის გამოსწორებას ისახავდა მიზნად. 

თავი VI

განხორციელებული ინტერვენციები

    6.1. მეთოდი  ,, შებრუნებული საკლასო ოთახი

მოსწავლეებს  ორი კვირის  განმავლობაში დღეგამოშვებით ვუგზავნიდი ,, ხანის აკადემიისა“ და ,,საშინაო  სკოლის“  გაკვეთილებს ვიდეო მასალის  სახით.( იხ.დანართი № 6   ) , სადაც ახსნილი იყო 2-ზე, 3-ზე და ა.შ. გამრავლების შესწავლის სხვადასხვა ხერხები .ყოველ  მეორე დღეს  ვიდეოში მოცემული მასალის განმტკიცების მიზნით  მოსწავლეებს ვთავაზობდი აქტივობებს.  მაგ.: როდესაც ვასწავლიდი 3-ზე გამრავლებას მერხებს ვალაგებდი სამეულებად და მოსწავლეებს  ვეუბნებოდი დაეთვალათ თითოეულ ჯგუფში რამდენი ბავშვი იჯდა  ,ასეთი რამდენი ჯგუფი იყო და   შედეგი წარმოედგინათ  ჯერ ჯამის სახით , შემდეგ კი  ნამრავლის სახით და  გამოეთვალათ. შემდეგ შეედგინათ ისეთი ამოცანები , რომელთა  ამოხსნაც შესაძლებელი იქნებოდა  3-ის  რომელიმე ციფრზე გამრავლების  გამოყენებით.
       ამ მეთოდის გამოყენების  მიზანი იყო  :
v  აემაღლებინათ მოსწავლეებს მოტივაცია ;
v  ღრმად ჩაწვდომოდნენ მასალას;
v  განევითარებინათ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები.

          6.2.,, დაკვირვების დღიურისწარმოება

მოსწავლეებს შევაქმნევინე ,, დაკვირვების დღიური“. მათ  თორმეტფურცლიანი რვეულების თითოეულ  ფურცელზე ჩამოვაწერინე 2-ზე , 3-ზე ,4-ზე და ა.შ გამრავლების ტაბულა.შემდეგ კლასშივე მათი დახმარებით თითოეულ რიცხვს თითო ფერი შევუსაბამეთ. მაგ: 2-ზე გამრავლების ტაბულა იყო ყვითელი, 3-ზე -მწვანე, 4-ზე ცისფერი და ა.შ. შემდეგ მოსწავლეები ეტაპობრივად სწავლობდნენ გამრავლების ტაბულას და თითოეულის  შესწავლის შემდეგ  იწყებდნენ გაფერადებას ზემოთ აღნიშნული ფერების მიხედვით.
მოსწავლეებმა ხალისით დაიწყეს შესწავლილი გამრავლების ტაბულის  გაფერადება . ისინი  თავად აწარმოებდნენ დაკვირვებას და აკეთებდნენ  ჩანაწერებს , რომელი ორი ერთნიშნა რიცხვის გამრავლების შესწავლა  გაუჭირდათ და რომელი გაუადვილდათ . ამ დაკვირვების დღიურებს მეც ვადევნებდი თვალს და ვინიშნავდი, თუ როგორ მიმდინარეობდა გამრავლების ტაბულის შესწავლა. მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს ,რათა მოსწავლეებში მოტივაცია უფრო ამემაღლებინა და ხალისით გაეგრძელებინათ სწავლა.
 მოსწავლეებმა ამ დავალებასაც ხალისით და კარგად გაართვეს თავი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კლასში მყავს მორცხვი და ნელა მოაზროვნე ბავშვები, რომლებმაც თავდაპირველად ალღო ვერ აუღეს და სხვების მსგავსად სწრაფად ვერ ისწავლეს. ამიტომ  თავი რომ არ ეგრძნოთ უხერხულად და დემოტივირებულები არ გამხდარიყვნენ, მათ ვაძლევდი დამატებით დროს  ,  დაკვირვების დღიურებს ეტაპობრივად ვნახულობდი   გაკვეთილების შემდეგ .
ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო:
v  მოსწავლეებს დაკვირვება ეწარმოებინათ საკუთარ თავზე;
v  გაეკეთებინათ ჩანაწერები სწავლების პროცესში;
v  შეემოწმებინათ თავიანთი შესაძლებლობები.

6.3  თამაში ,,ლოტო

 კვლევის ბოლოს, ნასწავლი მასალის განმტკიცების  ეტაპზე ,მოსწავლეებს დავუმზადე ,,ლოტო“( იხ. დანართი №7). თავდაპირველად  მათთან ერთად გაკვეთილზე რამდენიმე წუთს მეც  ვთამაშობდი,ხოლო შემდგომ  ჩემ გარეშე განაგრძეს თამაში. მე თვალყურს ვადევნებდი მათ და ვინიშნავდი დაკვირვების დღიურში. თამაშის წესები კი ასეთი იყო: თითოეულ  მოსწავლეს ვურიგებდი ბარათს, რომელზეც თანამამრავლების გამრავლების შედეგედ  მიღებული რიცხვები(ანუ ნამრავლები) იყო მოცემული ცხრილის სახით. მოსწავლეებს  თამაშის დროს ჩემ მიერ დასახელებული ერთნიშნა რიცხვების ნამრავლი უნდა გამოეცნოთ , ბარათებზე მოეძებნათ ეს რიცხვი და დაეფარათ  მათ მიერ წინასწარ გამოჭრილი ფერად-ფერადი წრეებით. გამარჯვებული იყო ის ვინც პირველი ხუთეულში მოხვდებოდა და  ,,შეავსებდა “ცხრილს.
ამჯერად მოსწავლეები ხალისით თამაშობდნენ და ამოწმებდნენ თავიანთ ცოდნას  . იყო ჯანსაღი  კონკურენციაც ,რამაც მოსწავლეები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მომდევნო თამაშის წინ გაემეორებინათ გამრავლების ტაბულა და უფრო მომზადებულები მოსულიყვნენ . 
ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო:
v  განემტკიცებინათ ნასწავლი მასალა თამაშ-თამაშით;
v  აემაღლებინათ მოტივაცია;

6.4  მეთოდი ,,გაჩერებებით სწავლა

შესწავლილი მასალის განმტკიცებისათვის ჩემს კლასში  გამოვიყენე მეთოდი ,,გაჩერებებით სწავლა“. საკლასო ოთახის ოთხივე კედელზე მივაკარი გაჩერებების ნომრები:I, II, III, და IV . ამ გაჩერებებს დავაწერე სათაურები : ,, სათამაშოების მაღაზია“, ,, წიგნების მაღაზია “, ,,საკანცელარიო  ნივთების მაღაზია“  და ,,სუპერმარკეტი“.თითოეული გაჩერების  ქვეშ  მივაკარი  თაბახის ფურცელი, რომელზეც  სათაურიდან გამომდინარე  ეწერა თითო სიტუაციური ამოცანა .( მაგ.: იხ.დანართი №8).
       მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად. შემდეგ გავაცანი თითოეულ გაჩერებაზე შესასრულებელი დავალების ინსტრუქცია.კერძოდ, თითოეული ჯგუფის წევრები  დგებით  ჯგუფის ნომრის შესაბამის გაჩერებაზე.კითხულობთ  და ხსნით  იქ ,კედელზე თაბახის ფურცელზე დაწერილ ამოცანას და პასუხს წერთ ფერად წებოვან ფურცელზე, რომელსაც დროის ამოწურვის შემდეგ ათავსებთ  დაფაზე ,ჩემ მიერ წინასწარ გამზადებულ ფლიპჩარტზე თქვენი  ჯგუფის შესაბამის გრაფაში ( იხ. დანართი №9) .თითო გაჩერებაზე სამუშაო დრო არის   5 წუთს . დროის ამოწურვის შემდეგ (რასაც ქვიშის საათით განვსაზღვრავ) ჯგუფები გადაინაცვლებთ შემდეგ გაჩერებებზე  საათის ისრის მიმართულებით და შეასრულებთ იმ გაჩერებაზე მოცემულ დავალებას. სამუშაო პროცესი დამთავრედება ყველა გაჩერების გავლის შემდეგ.
ასევე  საჭიროებისამებრ  მქონდა  ალტერნატიული გაჩერებაც, რომელსაც გამოვიყენებდი  მაშინ, თუ  ჯგუფები დროზე ადრე მოახერხებდნენ  დავალების შესრულებას.
სამუშაო პროცესის დამთავრების შემდეგ , თითოეული ჯგუფის ლიდერმა  წარადგინა ჯგუფის  ნამუშევარი. გაკვეთილის ბოლოს, რეფლექსიის ფაზაზე ,მოხდა ნამუშევრების შეფასება.
ეს მეთოდი რამოდენიმეჯერ გამოვიყენე კვლევის დასასრულს.
ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო:
v   მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვივება;
v  მოტივაციის ამაღლება ;
v  კითხვის, წერის , მოსმენის უნარების განვითარება .
v  გამრავლების ტაბულის მნიშვნელობის ცოდნა.
v  ჯგუფური მუშაობის დროს სხვისი აზრის პატივისცემის,  მოსმენის და გაზიარების  უნარ-ჩვევების განვითარება.

თავი VII

ინტერვენციების შეფასების ფაზის შედეგები

თითოეული ინტერვენციის განხორციელების შემდეგ ჩემ მიერ შექმნილ დაკვირვების დღიურში ჩავინიშნე მოსწავლეთა შედეგები.
პირველი ინტერვენციის  შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეები ხალისით უყურებდნენ ვიდეო  მასალას, მეორე დღეს ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს და ხალისით ერთვებოდნენ კლასში ჩემ მიერ მიწოდებულ აქტივობებში. ყველა მოსწავლე  , განურჩევლად სუსტისა თუ ძლიერისა , ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში.
მეორე ინტერვენციის განხორციელების დროს  მოსწავლეებმა ისწავლეს თავის თავზე დაკვირვება და დღიურების წარმოება .  მათ განუვითარდათ თვითშეფასების უნარ -ჩვევები  და  აუმაღლდათ მოტივაცია . რის შემდეგაც  გამრავლების ტაბულის შესწავლა  არც ისე რთულად მოეჩვენათ და უმრავლესობამ კარგად გაართვა თავი.
მესამე ინტერვენციის განხორციელებისას მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით მოახდინეს ნასწავლი მასალის  გამოყენება და განმტკიცება, რითაც ძალიან კმაყოფილები იყვნენ და ხშირად ითხოვდნენ ,,ლოტოს“ თამაშს.
მეოთხე ინტერვენციის  განხორციელების დროს  მოსწავლეებს  კიდევ ერთხელ განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის დროს  თანამშრომლობითი, სხვისი აზრის პატივისცემის, გაზიარებისა და მოსმების უნარ-ჩვევები .ასევე დიდი ინტერესით კითხულობდნენ და ხსნიდნენ გაჩერებებზე  მოცემულ დავალებებს .ისინი მოულოდნელობებით იყვნენ აღსავსე.
ამ ინტერვენციამ  მოსწავლეებს ასწავლა , თუ რამდენად მნიშვნელოვანია  და აუცილებელია გამრავლების ტაბულის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების  შემდეგ, ისწავლეს თუ არა გამრავლების ტაბულა მოსწავლეებმა ,   გამოვიყენე პროგრამა  learningapps.org და შევადგინე  შემაჯამებელი ტესტი( იხ. დანართი №10),  ამ ტესტის მეშვეობითაც დავადგინე  მივაღწიე თუ არა ჩემი კვლევის მიზანს. გამოკითხული 25 მოსწავლიდან მაღალი შედეგი აჩვენა -15 მოსწავლემ, საშუალო-7.დაბალი-3 .





მოსწავლეთა რაოდენობა
მაღალი შედეგები
საშუალო შედეგები
დაბალი შედეგები
25
15
7
3



             ასევე კვლევის ბოლოს მოსწავლეებს შევუდგინე ინტერვენციების შესაფასებელი  კითხვარი.( იხ. დანართი №11).
            გამოკითხული 25 მოსწავლიდან მოეწონა-20, ნაწილობრივ მოეწონა 3, არ მოეწონა-2.



მოსწავლეთა რაოდენობა
მაღალი შეფასება
საშუალო შეფასება
დაბალი შეფასება
25
20
3
2
    


თავი VIII

რეკომენდაციები

პრაქტიკულმა კვლევამ გვიჩვენა , რომ გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს მოტივაციის ამაღლება აუცილებელია და საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
1.საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლებმა  მოსწავლეებს შეთავაზონ  წინასწარ დაგეგმილი ისეთი აქტივობები, რომლებიც მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
2.გაითვალისწინონ  მოსწავლეთა თავისებურებები.
3.გაკვეთილზე გამოიყენოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც  მოსწავლეებს თამაშ-თამაშით შეასწავლის გამრავლების ტაბულას.
4. გაითვალისწინონ მოსწავლეთა  შესაძლებლობები და ისე დაგეგმონ აქტივობები,რაც გამოიწვევს მათ მაქსიმალურ  ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
5. მუდმივად  ითანამშრომლონ  კოლეგებთან.

 

თავი IX

ნაკლოვანებები

             უნდა აღვნიშნო , რომ საკვლევი საკითხის გაანალიზება და პრობლემის გამომწვევი მიზეზების გამოვლენა სწორად მოხდა. ამის თქმის საფუძველი მომცა იმ მეთოდების ანალიზმა, რომლებიც კვლევისთვის გამოვიყენე. ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები საინტერესო და სახალისო იყო, რამაც აუმაღლა  მოსწავლეებს მოტივაცია.
            უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინტერვენციების განხორციელების დროს რამოდენიმე მოსწავლემ მაინც  ვერ მოახერხაა  გამრავლების ტაბულის სრულად შესწავლას, რაც შეიძლება ჩემ მიერ შეთავაზებულმა ინტერვენციების სიმცირემ გამოიწვი , ამიტომ საჭიროებს დახმარებას, რასაც ვიმედოვნებ რომ განვახორციელებ  IV კლასში.

თავი X

დასკვნა

ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის დროს, როდესაც მოსწავლეებს შევთავაზე სხვადასხვა ინტერვენცია, აღარ აღიქვამდნენ გამრავლების ტაბულის შესწავლის პროცესს ძალზე რთულად . მოსწავლეებს სწავლების დროს ეხალისებოდათ და თამაშ-თამაშით, საკუთარ თავზე დაკვირვებით  შეისწავლეს მათთვის ძალზედ რთული მასალა.მათ აუმაღლდათ  მოტივაცია, რაც ჩემი კვლევის მიზანი იყო.
მოსწავლეების გამოკითხვის შედეგებმა  აჩვენა  , რომ  გამრავლების ტაბულის ასეთი ინტერვენციებით  შესწავლა ძალზედ სახალისო, საინტერესო და შედეგიანია. მოსწავლეების უმეტესობამ  გააუმჯობესა ისეთი სავარჯიშოების შესრულების ხარისხი ,სადაც გამრავლების ტაბულის ცოდნა იყო  საჭირო. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ მოტივაციის ამაღლებას დიდი როლო აკისრია გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს.
             კვლევაში გამოკვეთილი პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მუდმივად მოსწავლის  ცოდნის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში კვლავ სხვადასხვა აქტივობების შეთავაზება. ამასთან, მოსწავლეთა ასაკის ზრდასთან ერთად და სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელია მუშაობის გაგრძელება თანმიმდევრობით და მიზანმიმართულად.რათა გამყარდეს მიღებული ცოდნა და იგი გახდეს ახალი სტრატეგიების საფუძველი.
             კვლევის დროს გამოიკვეთა ახალი  საკვლევი თემა . კერძოდ,     გამრავლების ტაბულის შესწავლა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით .
            კვლევის დასრულების შემდეგ ,დაწყებითი კლასების  კათედრაზე , კოლეგებს  წარვუდგინე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევა  და მისი შედეგები,რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით მოეწონათ   ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები და გაუჩნდათ სურვილი თავად გამოეყენებინათ  კვლევის დროს დაგეგმილი აქტივობები.
                                               

გამოყენებული ლიტერატურა

1.      დიდი ადამიანების გამონათქვამები, რომლებიც მასწავლებლობაში დაგეხმარებათ,ინტერნეტგაზეთი ,, mome.ge”, თბილისი. 4სექტემბერი,2018 წელი.
2.         ეროვნული სასწავლო გეგმა , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 მაისის ბრძანება №63/ნ -ვებგვერდი, 11.05.2018წ.
3.       ზედელაშვილი თამარ  ,,შებრუნებული საკლასო ოთახი, როგორც მოტივაციის ამაღლების საშუალება“ ინტერნეტგაზეთი ,,edu.aris.ge “, თბილისი. 18 აპრილი,2019 წელი
4.       კუტალაზე ია ,,ეფექტიანი სწავლება“ ,2010 წელი
5.      ლობჟანიძე  სოფიკო,, როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა“,ინტერნეტგაზეთი ,, www.maswavlebeli.ge” თბილისი, 3მაისი,2012 წელი
6.       მაჩიტაძე ენვერ ,,სახალისო და სერიოზული მათემატიკა“ , 2015 წელი
7.       ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს       მახასიათებლები“,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,2018 წელი
8.      მჭედლიშვილი ხათუნა,,გაჩერებებით სწავლა“, www.maswavlebeli.ge” თბილის, 3ივნისი,2016 წელი
9.      სიხარულიძე მარიკა ,,სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები“, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“www.maswavlebeli.ge , თბილისი. 1 აპრილი,2013 წელი
10.   ტყემალაძე რუსუდან, დალაქიშვილი ნანა ,  თოფაძე ქეთევან,  პაჭკორია თათია,  ბუწაშვილი თამარ ,,სწავლება და შეფასება“ დამხმარე სახელმძღვანელო  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,ნაწილი II, 2011 წელი.
11.  ჭყოიძე თამარ ,,თამაში, სწავლა და განვითარება“, ინტერნეტგაზეთი ,, www.maswavlebeli.ge” თბილისი. 8დეკემბერი,2014 წელი
                                             


 

დანართები

                                                                                                        დანართი №1
კითხვარი  III, IV , IV , V და V კლასში შემსვლელი მათემატიკის მასწავლებლებისათვის :
 მოგესალმებით, ძვირფასო მასწავლებლებო!
ჩემ კლასში ვატარებ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას თემაზე ,, მოტივაციის ამაღლება გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს“ .  თქვენგან მიღებული ინფორმაცია ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ გთხოვთ კითხვებზე პასუხი გულახდილად გამცეთ.
 1.რამდენად  უჭირთ თქვენს  მოსწავლეებს გამრავლების ტაბულის შესწავლა და გამოყენება?
2. თქვენი აზრით ,რატომ უჭირთ მოსწავლეებს გამრავლების ტაბულის შესწავლა?
3. რიცხვებზე მოქმედებების შესრულების დროს მოსწავლეებში იკვეთება თუ არა გამრავლების ტაბულის არცოდნა?
4.როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორი/ფაქტორები  უშლის ხელს მოსწავლეს გამრავლების ტაბულის მყარად დამახსოვრებაში?
5.მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ და რატომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით სახალისო აქტივობების გამოყენება?
6. თქვენს კლასში რამდენმა მოსწავლემ იცის კარგად გამრავლების  ტაბულა, რამდენს -ეშლება  და რამდენმა არ იცის?
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
                                                                                                                                         
                                                                                                                                                 დანართი №2 სადიაგნოსტიკო კითხვარი IIIკლასის  მშობლებისთვის:
   მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო!
ჩემ კლასში ვატარებ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას თემაზე ,, მოტივაციის ამაღლება გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს“ . პრობლემის გამოსაკვეთად თქვენგან მიღებული ინფორმაცია ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ გთხოვთ კითხვებზე პასუხი გულახდილად გამცეთ.
1.         თქვენი აზრით, გაუჭირდათ თუ არა ბავშვებს გამრავლების ტაბულის შესწავლა 2-ზე, 3-ზე  და 4-ზე ?
2.         გაუწიეთ თუ არა დახმარება გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს?
3.         გამოიყენეთ თუ არა რაიმე ხერხი მოტივაციის ამაღლების მიზნით?
4.         როგორ ფიქრობთ ,მოსწავლე გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს იყო თუ არა შინაგანად  მოტივირებული?
5.         თქვენი აზრით, გამრავლების ტაბულის შესწავლა  დაზეპირებით უფრო შედეგიანია , თუ გააზრებით ?

                                                                                                                                       დანართი № 3
სადიაგნოსტიკო კითხვარი III კლასის მოსწავლეებისთვის:
1.         როგორ ფიქრობ არის თუ არა სახალისო და საინტერესო მათემატიკა?
2.         საინტერესო იყო თუ არა თქვენთვის 2-ზე , 3-ზე და 4-ზე გამრავლების ტაბულის შესწავლა?
3.         არითმეტიკული მოქმედებებიდან რომელი მოქმედების შესრულება გიადვილდება?
4.         შენი აზრით, უმჯობესი იქნება თუ არა გამრავლების ტაბულის შესწავლა სხვა უფრო სახალისო აქტივობებით?
                                                                                                                                
                                                                                                                                  

                                                                                                                                         დანართი №4
ჩემი დაკვირვების დღიური
კვლევის დროს გამოსაყენებელი ინტერვენციები:
1.      მეთოდი ,, შებრუნებული საკლასო ოთახი“;
2.      მოსწავლეების დაკვირვების დღიურის შექმნა;
3.      თამაში ,,ლოტო“.
4.      მეთოდი ,,გაჩერებებით სწავლა“
ჩემი დაკვირვების დღიურის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებზე დაკვირვება ინტერვენციების განხორვიელების დროს,რათა უკეთ დამედგინა რამდენად შედეგიანი იყო ჩემი ინტერვენციები.
მე ველოდებოდი ,რომ ამ ინტერვენციების განხორციელების შემდეგ  მოსწავლეები აიმაღლებდნენ  მოტივაციას , რაც მათ გამრავლების ტაბულის შესწავლაში  დაეხმარებოდათ.




მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები:

ძალიან კარგად გაართვა თავი
ნაწილობრივ
გაართვა თავი
ვერ გაართვა თავი და საჭიროებს დახმარებას
ინტერვენცია 1
18
5
4
ინტერვენცია 2
15
8
2
ინტერვენცია 3
18
5
2
ინტერვენცია 4
20
3
2





დაკვირვების ოქმი №1

კვლევის დროს პირველი ინტერვენცია იყო მეთოდის,,შებრუნებული საკლასო ოთახი“ გამოყენებით  გამრავლების ტაბულის შესწავლა 2-ზე, 3-ზე და 4-ზე.
 მოსწავლეთა ნაწილმა მოიწონა ეს მეთოდი, მათ ხალისით  უყურეს  ვიდეოს მასალას. მეორე დღეს კი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს და ჩაერთვნენ ჩემ მიერ მიწოდებულ აქტივობებში. მოსწავლეებს შორის გამოიკვეთა რამდენიმე ბავშვი , რომელმაც ვერ გაიგო  მასალა და მომიხდა მათთვის მასალის ახსნა. გაკვეთილების დროს   განურჩევლად სუსტისა თუ ძლიერისა ყველა იყო ჩართული.



დაკვირვების ოქმი №2
მეორე ინტერვენციის განხორციელების დროს  მოსწავლეებმა შექმნეს დაკვირვების დღიურები , სადაც თითოეული მოსწავლე ინიშნავდა ,თუ რომელ რიცხვებზე შეისწავლეს გამრავლება ადვილად და რომელ რიცხვებზე გაუჭირდათ . მოსწავლეებმა ამ დავალებასაც ხალისით და კარგად გაართვეს თავი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კლასში მყავს მორცხვი და ნელა მოაზროვნე ბავშვები, რომლებმაც თავდპირველად ალღო ვერ აუღეს და სხვების მსგავსად სწრაფად ვერ ისწავლეს. ამიტომ  თავი რომ არ ეგრძნოთ უხერხულად და დემოტივირებულები არ გამხდარიყვნენ მათ ვაძლევდი დამატებით დროს  ,  დაკვირვების დღიურებს ეტაპობრივად ვნახულობდი   გაკვეთილების შემდეგ.
                             
                                                 დაკვირვების  ოქმი №3
მესამე ინტერვენციის განხორციელების დროს მოსწავლეები ხალისით თამაშობდნენ ლოტოს . მოსწავლეებმა განამტკიცეს  ნასწავლი მასალა . ზოგიერთი მოსწავლე თამაშის ბოლოს დარჩა ნაწილობრივ უკმაყოფილო იმის გამო , რომ ვერ მოხვდა ხუთეულში, გამარჯვებულებს შორის . მაგრამ ჩემთან საუბრის შემდეგ მიხვდა , რომ მეორე დღეს უფრო მომზადებულები მოსულიყვნენ.
დაკვირვების  ოქმი №4
მეოთხე ინტერვენციის განხორციელების დროს მოსწავლეეებს   კიდევ ერთხელ განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის დროს  თანამშრომლობის, სხვისი აზრის პატივისცემის, გაზიარებისა და მოსმების უნარ-ჩვევები .ასევე დიდი ინტერესით კითხულობდნენ და ხსნიდნენ გაჩერებებზე  მოცემულ დავალებებს .ისინი მოულოდნელობებით იყვნენ აღსავსე და რაც მთავარია  ამ ინტერვენციის გამოყენების შემდეგ მოსწავლეები მიხვდნენ , თუ რამდენად საჭიროა და მნიშვნელოვანია  გამრავლების ტაბულის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
                                                                                                                        

                                                                                                                                   დანართი №5
III კლასის სადიაგნოსტიკო ტესტი
მიუწერე სწორი პასუხი:
2·3=            4·6=          4·9=                3·8=          
4·8=            2·4=          2·9=               3·1=
3·9=            3·2=          4·4=               2·6=
4·5=            4·3=          3·7=               3·5=
2·7=            2·8=          2·1=               4·7=
3·3=           2·2=           4·1=               4·2=
2·5=           3·4=          
                                                                                                                                 დანართი№6                                                                                                                                                                                                                                                                                               
                                                                                                                                    


                                                                                                                                
                                                                                                                            დანართი №7
ლოტოს ბარათების ნიმუშები:
მოსწავლის ბარათი №1
8

27

48


70



14

36

56




3

28

49



81


16

35


64



9








90




მოსწავლის ბარათი №2
6

25

48


70

90

16

36

54






20



60

81

8



40






18



56


80





მოსწავლის ბარათი №3
2


30



70



12


45



80



21


50



90
9

28



64

81


16

32

54





მოსწავლის ბარათი №4
5

24
36


60


90

18


40


70


7

25

42






15



54


80




35


63





მოსწავლის ბარათი №5
2

20

40

60




10

30

50


80

4

21

45




90



32


63








54

72





მასწავლებლის  ბარათები
                                                                                              
9  X 7
5 X 9
3 X 4
2 X 7
5 X 1
3X1
8X9
9X10
7X10
9X3
3X6
4X2
3X7
6X6
4X10
8X10
8X7
5X5
5X7
7X4
                           
2X2
4X5
8X8
3X2
6X8
2X1
4X4
5X6
7X6
6X10
2X5
4X8
7X7
5X10
9X9
7X1
3X3
5X3
6X9
3X8

         
                                                                                                                                        დანართი №8
I გაჩერება  ,,სათამაშოების მაღაზია“
სიტუაციური ამოცანა:
ნინიკო 9 წლისაა. მას ძალიან უყვარს სათამაშოების მაღაზიაში სიარული  და სათამაშოების შეძენა. ერთ დღეს, როდესაც მაღაზიაში შევიდა ძალიან მოეწონა  5-ლარიანი თოჯინა  და 3-ლარიანი დათვი. მან გადაწყვიტა ეყიდა 2 თოჯინა და 3 დათვი. რა თანხას გადაიხდიდა ნინიკო ამ სათამაშოების შესაძენად?
ამოცანა ამოხსენით გამრავლების ტაბულის გამოყენებით


II გაჩერება ,, წიგნების მაღაზია“
სიტუაციური ამოცანა:
გიორგი ძალიან კარგად სწავლობს და უყვარს კითხვა. მას აინტერესებს ისტორიული  და სათავგადასავლო ჟანრის  ნაწარმოებები,ამიტომ წიგნების მაღაზიის ხშირი სტუმარია. ერთ-ერთი სტუმრობის დროს  მოეწონა წიგნები მეფეთა ცხოვრებაზე  , თითოეულის  ფასი იყო 7 ლარი. ამ წიგნებთან ერთად ახალი სათავგადასავლო წიგნიც ნახა , რომლის ფასი იყო 9ლარი. გიორგიმ გადაწყვიტა 4 ისტორიული წიგნისა და 1 სათავგადასავლო წიგნის ყიდვა. რა თანხას გადაიხდიდა გიორგი ?
ამოცანა ამოხსენით გამრავლების ტაბულის გამოყენებით .



III გაჩერება  ,,საკანცელარიო ნივთების მაღაზია“
სიტუაციური ამოცანა:
დავითს ხშირად უწევს საკანცელარიო მაღაზიაში  ნივთების შეძენა. ერთ დღეს მან შეიძინა 8ცალი  2-ლარიანი კალამი და 5ცალი   4 -ლარიანი ფერადი ფანქარი.რა თანხა გადაიხადა დავითმა საკანცელარიო მაღაზიაში?
ამოცანა ამოხსენით გამრავლების ტაბულის გამოყენებით .


IV გაჩერება  ,, სუპერმარკეტი“
სიტუაციური ამოცანა:
      სუპერმარკეტში, ტკბილეულების განყოფილება ყველა ბავშვის საყვარელი ადგილია. არც მარი ამბობს ტკბილეულზე უარს, ამიტომ ერთ დღეს  მან იყიდა 2 კგ 9-ლარიანი შოკოლადი  და  3კგ 4-ლარიანი ვაფლი. რა თანხა გადაუხადა მარიმ მოლარეს?
ამოცანა ამოხსენით გამრავლების ტაბულის გამოყენებით .



                                                                                                                                        დანართი №9
        გაჩერებები

ჯგუფები
I გაჩერება
,,სათამაშოების მაღაზია“
IIგაჩერება
,,წიგნების მაღაზია“
III გაჩერება
,,საკანცელარიო ნივთების
მაღაზია“
IV გაჩერება
,,სუპერმარკეტი“
  I ჯგუფი




  IIჯგუფი




  IIIჯგუფი




  IVჯგუფი





                                                                                                                            


   დანართი №10
https://learningapps.org/watch?v=pjseerw7n19
                                                                                                                                   დანართი №11

III კლასის მოსწავლეთა კითხვარი
მოგესალმებით !
 მე თქვენ შეგიდგინეთ კითხვარი. გთხოვთ გულწრფელად გასცეთ პასუხი კითხვებს და შემოხაზოთ თქვენთვის მისაღები პასუხი. სახელისა და გვარის დაწერა არ არის საჭირო .
 კითხვარი ინტერვენციების შეფასებისთვის
1.         მოგეწონათ  ჩემ მიერ შემოთავაზებული და განხორციელებული აქტივობები?
) დიახ           ) არა         ) ნაწილობრივ
2.         ხალისით ასრულებდით მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებებს?
) დიახ          ) არა         ) ნაწილობრივ
3.         დაკვირვების დღიური დაგეხმარათ გამრავლების ტაბულის ხალისით შესწავლაში?
) დიახ          ) არა         ) ნაწილობრივ
4.         სახალისო იყო ლოტოს თამაში?
) დიახ          ) არა         ) ნაწილობრივ
5.როგორ შეაფასებდით  მეთოდით ,, გაჩერებებით სწავლა“  მუშაობას?
) მომეწონა      ბ) არ მომეწონა         გ) ნაწილობრივ მომეწონა.


რეფლექსია
             2018 -2019 სასწავლო წელის  II სემესტრში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა დაწყებითი საფეხურის III კლასში. საკვლევ თემად დავისახე ,,მოტივაციის ამაღლება გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს “.
გამრავლების ტაბულის ცოდნა დაწყებით საფეხურზე ბავშვებს ეხმარება არა მარტო მრავალმოქმედებებიანი მაგალითების ამოხსნასა და შემდგომ კლასებში მათემატიკის შესწავლაში, არამედ მისი შესწავლა აუცილებელია ბავშვის გონების, ლოგიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში.
             ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის თემა მიზნად ისახავდა  საფუძვლიანად შემესწავლა მოსწავლეებში გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს, შედეგების  დაბალი მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზები და გამომენახა ამ მიზეზებიდან ერთ-ერთის ,კერძოდ დაბალი მოტივაციის , ამაღლების  ოპტიმალური გზები.
 ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო  შემდეგი ამოცანების დასახვა:
v  დაწყებითი კათედრის წევრებთან შეხვედრა და საკვლევი თემის განხილვა;
v  III, IV და V კლასებში შემსვლელ მათემატიკის მასწავლებლებისგან ჩაღრმავებული ინტერვიუს აღება;
v  სადიაგნოსტიკო კითხვარების შედგენა III კლასის მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის;
v  ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
v  მონაცემთა ანალიზი;
v  შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.
კვლევა რომ თანმიმდევრული ყოფილიყო ვიზრუნე მის შინაარსზე და სათანადოდ დავგეგმე მისი ყველა ეტაპი. პირველ რიგში მოვიძიე და დავამუშავე თემასთან დაკავშირებული ლიტერატურა, სხვადასხვა სტატია და ვიდეო მასალა. ასევე გავეცანი კვლევის ჩატარების მეთოდიკას, პრობლემის დიაგნოსტიკასა და ინტერვენციებს. შეფასებისთვის გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები.კვლევის ჩატარების დროს ვითანამშრომლე კოლეგებთან და მშობლებთან. ჩემი სამიზნე ჯგუფი იყო III კლასის მოსწავლეები. დიაგნოსტირების ეტაპზე ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით კვლევაში მონაწილეობა მიიღეს IIIბ,, IV ა,IV ბ,V  და V კლასებში შემსვლელმა  მათემატიკის პედაგოგებმა. ყველა მოპოვებული  მონაცემი დავამუშავე და ჩემი სამიზნე ჯგუფისათვის დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:
            პირველად მოსწავლეებს შევთავაზე მეთოდი,, შებრუნებული საკლასო ოთახი“, რომლის მიზანი იყო მოსწავლე  ღრმად ჩასწვდომოდა მასალის შინაარსს , შეეძინა თანამშრომლობითი,  შემოქმედებითი  და  დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები.
            ორი კვირის შემდეგ მოსწავლეებს შევაქმნევინე დაკვირვების დღიური,რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს მოედხინათ თვითშეფასება და  ხალისით , თამაშ-თამაშ შეესწავლათ გამრავლების ტაბულა, რაც აუმაღლებდა მათ  მოტივაციას. ასევე ეწარმოებინათ  საკუთარ თავზე დაკვირვება.
            მესამე ინტერვენცია  თამაში ,,ლოტო“გამოვიყენე კვლევის ბოლო ეტაპზე  . მოსწავლეებისთვის დავამზადე ,,ლოტო“ , რომელზეც დავწერე ყველა რიცხვი, რომელიც შეიძლება მიეღოთ ერთნიშნა რიცხვების გამრავლების დროს ნამრავლში და მათთან ერთად დავიწყე თამაში. მე ვასახელები თანამამრავლებს ,მოსწავლეები იცნობდნენ მათ ნამრავლს და ლოტოს ბარათზე შესაბამის გრაფაში ამ რიცხვს(ანუ ნამრავლს) ფარავდნენ ფერადი წრეებით .ამ აქტივობის  მიზანი იყო მოსწავლეებს შეემოწმებინათ  თავიანთი ცოდნა და რაც მთავარია  თამაშ-თამაშით აემაღლებინათ მოტივაცია .
მეოთხე ინტერვენცია იყო ინოვაციური მეთოდის ,,გაჩერებებით სწავლა“ გამოყენება. რომლის დროსაც მოსწავლეებს ოთახის ყველა კედელზე გავუკარი გაჩერებები და შესაბამისი სიტუაციური ამოცანები. მოსწავლეები 5 წუთის შუალედით კითხულობდნენ, არჩევდნენ და ხსნიდნენ ამ ამოცანებს ჯგუფებში და ხალისითა და ინტერესით ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის ბოლოს ,რეფლექსიის ფაზაზე, ჯგუფების ნამუშევრები შევაფასეთ და გავაკეთეთ განმავითარებელი კომენტარები, როგორც ჯგუფებმა ერთმანეთის მიმართ ,ასევე  მე, მასწავლებელმა ჯგუფების მიმართ. ამ მეთოდის მიზანი იყო:
v  მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვივება;
v  მოტივაციის ამაღლება ;
v  კითხვის, წერის , მოსმენის უნარების განვითარება .
v  ჯგუფური მუშაობის დროს სხვისი აზრის პატივისცემის,  მოსმენის და გაზიარები  უნარ-ჩვევები.
v  გამრავლების ტაბულის მნიშვნელობის ცოდნა.

             ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების დროს მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.ერთმანეთს უზიარებდნენ  შთაბეჭდილებებს, ხალისით აფერადებდნენ  შესწავლილ გამრავლების ტაბულას და ამოწმებდნენ მიღებულ ცოდნას . ყველაფერმა ამან გამოიწვია მოსწავლეებში მოტივაციისა და ცოდნის დონის  ამაღლება , რაც ჩემი კვლევის მიზანი იყო. მოსწავლეთა შედეგები დიაგრამებით არის გამოსახული.
            კვლევის დადებით მხარედ პირველ რიგში , ჩავთვლიდი იმას, რომ მე , როგორც პედაგოგმა,  დასახულ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებს  სწავლების პროცესში გავაცანი  ახალი  და  მრავალფეროვანი  აქტივობები, რომლებიც სახალისო და საინტერესო იყო მათთვის. მოსწავლეებმა იმუშავეს კომპიუტერთან , რაც მათში ყოველთვის  ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს .
ჩემი კვლევის სისუსტედ  ჩავთვლიდი იმას, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი ინტერვენციები განმეხორციელებინა კვლევის პერიოდში, რასაც ალბათ შევცვლიდი კიდეც . უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალბათ ინტერვენციების  სიმცირემ გამოიწვია ის ,რომ ზოგიერთმა მოსწავლემ მაინც ვერ ისწავლა ბოლომდე გამრავლების ტაბულა.
კვლევის პერიოდში  გამოყენებულ ინტერვენციებს წინასწარ ყოველთვის ვაცნობდი ჩემს კოლეგებს, ვისმენდი და ვითვალისწინებდი მათ მოსაზრებებს. კვლევის ბოლოს კი ერთად განვიხილეთ ინტერვენციის შედეგები, ვისაუბრეთ კვლევის სუსტ და ძლიერ მხარეებსა და მიღებულ შედეგებზე.
              კოლეგებს მოეწონათ ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები და გაუჩნდათ სურვილი თავად გამოეყენებინათ  კვლევაში დაგეგმილი აქტივობები. პირადად მე კი გამიჩნდა დიდი სურვილი იმისა,რომ ჩემი ძლიერი მხარის ,ახალი იდეების ინოვაციის გამოცდის და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გავიარო ტრენინგები  და მომავალშიც ჩავატარო კვლევა თემაზე : ,, სხვადასხვა მეთოდის  გამოყენება გამრავლების ტაბულის შესწავლის დროს“.
მე ღრმად დარწმუნებული ვარ ,რომ   ჩემი ასეთი მუშაობა  სწავლა-სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
    
     

No comments:

Post a Comment