სასწავლო
რესურსი : ,,მოძრავი გამრავლების ტაბულა“
თვალსაჩინოება
კლასი:
მესამე
პედაგოგი:
დაწყებითი კლასის ხელმძღვანელი ნ. ბოლქვაძე
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია
III კლასში, მათემატიკაში , ისწავლება რიცხვების გამრავლება 2-ზე,3-ზე ,4-ზე და ა.შ. რაც ამ ასაკის მოსწავლეებისათვის
საკმაო სირთულეს წარმოადგენს, რადგან მათ უხდებათ მეტ-ნაკლებად ნამრავლების დაზეპირება
,რაც ხშირ შემთხვევაში გადავიწყებას იწვევს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად დავამზადე სასწავლო რესურსი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეს
თამაშ-თამაშით , ხალისით შეასწავლოს გამრავლების
ტაბულა .ამ რესურსის გამოყენებით მოსწავლეებმა
მოახდინონ თეორიული მასალის ტრანსფერი.კერძოდ, მუყაოს ქაღალდზე დავაწებე ფერადი ფურცლები, რომელზეც ცხელი წებოთი
დავამაგრე ბოთლის ხრახნილიანი ნაწილი, სადაც მოსწავლეები ამაგრებენ ბოთლის თავსახურებს.
მასზე წერია რიცხვები, რომლებსაც ვიყენებთ გამრავლების დროს. მაგალითად, თავსახურზე
წერია რიცხვი 2, შემდეგ ფურცელზე წერია გამრავლების ნიშანი ,,X “ შემდეგ თავსახურზე ისევ წერია რიცხვი მაგალითად 3 , ფერად
ფურცელზე კი - ტოლობის ნიშანი,, = “და ისევ არის ხრახნილიანი ნაწილი, სადაც მოსწავლემ უნდა
მოათავსოს ის თავსახური, რომელზეც ნამრავლი ანუ 6 არის დაწერილი.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს რიცხვითი სხივისა
და მასივების გამოყენებით შევასწავლე გამრავლების ტაბულას ,შემდეგ შესწავლილი მასალის
განმტკიცების ,მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენებ ჩემ მიერ დამზადებულ რესურსს
,,მოძრავი გამრავლების ტაბულა“,რომლის გამოყენების დროსაც მოსწავლეებს თავად შეეძლებათ
ამოძრაონ ბოთლის თავსახურები, რომლებზეც რიცხვებია დაწერილი და იპოვონ გამოსახულების
მნიშვნელობა.
ეს რესურსი ასევე გამოდგება უცნობი კომპონენტის პოვნისას,
სადაც ერთ-ერთი კომპონენტის ნაცვლად თავსახურზე
ეწერება X, ხოლო მოსწავლე ამ კომპონენტის პოვნის შემდეგ,მოხსნის თავსახურს და თავად
დაახურავს იმ თავსახურს,რომელზეც სწორი პასუხი იქნება დაწერილი. ასევე ეს რესურსი გამოგვადგება
ქართულ ენაში მარცვლებით სიტყვების შედგენის
დროს . მოსწავლეს ცალკე თავსახურებზე
დაწერილი ექნება სხვადასხვა მარცვლები. იგი კითხულობს ამ მარცვლებს და ადგენს სამმარცვლიან
სიტყვებს, რომელსაც შემდეგ ამაგრებს რესურსში
მოცემულ ადგილას( ანუ ბოთლის ხრახნიან ნაწილს ამაგრებენ თავსახურს).
ამ რესურსის გამოყენება ასევე შესაძლებელია I კლასში, მათემატიკაში
რიცხვების შეკრება--გამოკლების სწავლების დროს. , როდესაც მასწავლებელი გამრავლების
მსგავსად ბოთლის თავსახურებზე დააწერს რიცხვებს პირველი შესაკრებისა და მეორე შესაკრების
ადგილას და მოსწავლეს სთხოვს იპოვოს ის რიცხვი, რომელიც შეესაბამება მოცემული რიცხვების ჯამს და თავსახური დაამაგროს შესაბამის ადგილას.
ამ რესურსს
ვიყენებ მთელ კლასთან. შესაძლებელია, აგრეთვე კოლეგებმაც გამოიყენონ თავიანთ შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან ესგ-ს გათვალისწინებით. maT.III.3. moswavles SeuZlia gamravleba-gayofis moqmedebebis Sesruleba.
Sedegi TvalsaCinoa, Tu moswavle:
• akavSirebs gamravleba-gayofas erTmaneTTan,
rogorc urTierTSebrunebul moqmedebebs da axdens amis demonstrirebas modelze;
• zepirad
asrulebs gamravleba-gayofas martiv SemTxvevebSi
• mocemuli
ganayofiTa da gasayofis mixedviT ucnobi gamyofis gansazRvrisaTvis irCevs
romelime xerxs an models; analogiurad, mocemuli namravliTa da TanamamravliT
gansazRvravs meore Tanamamravls;
ქართ.დაწყ.(I).6
სიტყვებში
გამოყოფს
და
წარმოთქვამს
მარცვლებს,
მარცვლებში
– ბგერებს;
·
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
maT. I.3. moswavles SeuZlia erTmaneTTan daakavSiros Tvla,
ricxvebs Soris damokidebulebebi da Sekreba-gamoklebis moqmedebebi.
Sedegi
TvalsaCinoa, Tu moswavle:
·
sityvierad
aRwers Sekrebis, gamoklebis, tolobisa da Sedegis cnebebs sxvadasxva konteqstSi
(magaliTad, "davumatoT", "movakloT", mimateba - gazrda;
gamokleba – Semcireba);
·
axdens
Sekreba-gamoklebis TvalsaCinod demonstrirebas.
·
zepirad angariSisas iyenebs 1-is toli bijiT
Tvlas an sxva xerxs da axdens Sekreba- gamoklebis moqmedebaTa
urTierTSebrunebulobis demonstrirebas modelis gamoyenebiT;
რეფლექსია
თვალსაჩინოებას
უდიდესი როლი ენიჭება სასწავლო მასალის ათვისებაში,
მისი დახმარებით რთული მასალაც კი ადვილად
გასაგებია და მისაწვდომია მოსწავლისათვის.
მესამე
კლასში ესგ-ის მიხედვით ისწავლება ერთნიშნა რიცხვების გამრავლება , რომელის დამახსოვრებაც
მოსწავლეთა ნაწილს ძალიან უჭირს, ამიტომ გადავწყვიტე
შემექმნა ისეთი რესურსი, რომელიც თამაშ-თამაშ , ნელ-ნელა დაამახსოვრებინებდა მოსწავლეებს
გამრავლების ტაბულას.
ეს
რესურსი გათვალისწინებულია მესამე კლასელებისთვის, რადგან სასწავლო გეგმის მიხედვით
სწორედ მე-3 კლასიდან ისწავლება გამრავლების ტაბულა. რესურსი მრავალჯერადი , მრაველფუნქციურია
და ადვილად აღქმადია .იგი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გამრავლების ტაბულის ასევე შეკრება-გამოკლების
და გაყოფის შესწავლის დროს , აგრეთვე უცნობი
კომპონენტის პოვნის დროსაც. რესურსის გამოყენება ქართულის გაკვეთილზეც შეიძლება სამმარცვლიანი
სიტყვები შედგენის დროს .მაგ.: მოსწავლეებს
თავსახურებზე დაწერილი ჰქონდათ სხვადასხვა მარცვლები , რომლის გამოყენებითაც
შეადგინეს სამმარცვლიანი სიტყვები და დაამაგრეს რესურსში ბოთლის ხრახნიან ნაწილზე.
აღნიშნული
თვალსაჩინოების გამოყენებამ მასალა გასაგები და სახალისო გახადა, როგორც ძლიერი და
საშუალო , ასევე შედარებით სუსტი და სსსმ მოსწავლისათვის.
შედეგით
კმაყოფილი ვარ. მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებ ჩემ მიერ შექმნის რესურსს და სურვილისამებრ
გავუზიარებ კოლეგებს. რესურსის გამოყენების პროცესში სირთულეები არ ყოფილა. მოსწავლეები
დიდი ინტერესით მუშაობდნენ ამ რესურსით , რამაც მათი მაქსიმალური ჩართულობა გამოიწვია.მოსწავლეებს
განუვითარდათ ყურადღებისა და დაკვირვებულობის
უნარი.
აღნიშნული
რესურსის გამოყენება დაეხმარება პედაგოგს მოსწავლეებისათვის ახსნილი მასალის განმტკიცებაში
და უკეთ შესწავლაში. ბოთლის თავსახურებზე სხვადასხვა რიცხვების, მარცვლების დაწერა
მასწავლებელს გაუადვილებს საჭიროებისამებრ მის გამოყენებას.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა
რიცხვითი სხივისა და მასივების გამოყენებით შეისწავლეს გამრავლების ტაბულას ,შემდეგ შესწავლილი მასალის განმტკიცების ,მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე ჩემ მიერ დამზადებული რესურსი ,,მოძრავი გამრავლების ტაბულა“,რომლის გამოყენების დროსაც მოსწავლეებმა
თავად შეძლეს ბოთლის თავსახურების
ამოძრავება , რომლებზეც რიცხვებია იყო
დაწერილი და იპოვეს გამოსახულების მნიშვნელობა.
ეს რესურსი ასევე გამოდგება უცნობი კომპონენტის პოვნისას, სადაც ერთ-ერთი კომპონენტის ნაცვლად თავსახურზე ეწერება X, ხოლო მოსწავლე ამ კომპონენტის პოვნის შემდეგ,მოხსნის თავსახურს და თავად დაახურავს იმ თავსახურს,რომელზეც სწორი პასუხი იქნება დაწერილი. ასევე ეს რესურსი გამოგვადგება ქართულ ენაში მარცვლებით სიტყვების შედგენის დროს . მოსწავლეს ცალკე თავსახურებზე დაწერილი ექნება სხვადასხვა მარცვლები. იგი კითხულობს ამ მარცვლებს და ადგენს სამმარცვლიან სიტყვებს, რომელსაც შემდეგ ამაგრებს რესურსში მოცემულ ადგილას( ანუ ბოთლის ხრახნიან ნაწილს ამაგრებენ თავსახურს).
ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით , აღნიშნული რესურსი დაეხმარება I-III კლასის მოსწავლეებს
ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევ შედეგებზე გასვლაში:
სასწავლო რესურსი : ,,მათემატიკური ტყე“
თვალსაჩინოება
კლასი
: მესამე
პედაგოგი:
დაწყებითი კლასის ხელმძღვანელი ნ. ბოლქვაძე
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ჩემს სადამრიგებლო კლასში სიით ირიცხება 25 მოსწავლე, მათ შორის მყავს რამოდენიმე არაქართულენოვანი მოსწავლე , რომელთაც
უჭირთ ქართულად გამართული საუბარი და ამოცანების ტექსტის გაგება- გააზრება. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე რომ შემექმნა ისეთი რესურსი, რომელიც დაეხმარებოდათ მათ ამ პრობლემის
გადალახვაში, იქნებოდა ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი, რადგან მოსწავლეები ხალისით სწავლობენ თვალსაჩინოების გამოყენებით.
ავიღე ფორმატი, რომელზეც გადაკრული იყო ტყის სურათი. სურათზე გავაკეთე ადგილები, სადაც შემეძლო სხვადასხვა პატარა მუყაოს ფურცლების ჩასმა. მე გამოვჭერი ცხოველების,სოკოების , ფრინველების ნახატები, რომელთაც გავუკეთე სამაგრი, რითაც მთლიან ტყის ნახატზე აღნიშნულ ადგილებში ვათავსებდი. რესურსს
კი ასე ვიყენებდი: მაგალითად ამოჭრილი მქონდა კურდღლების ფოტოები, როდესაც დიდ რიცხვებზე გვიწევდა მუშაობა კურდღლებს ვაკრავდით სხავდასხვა რიცხვებს, რომელიც გვჭირდებოდა მოცემული ამოცანის ამოხსნისას. მოსწავლეები სვამდნენ კურდღლებს ტყის ერთ მხარეს და მეორე მხარეს
ამოცანის შესაბამისად.შემდეგ იგებდნენ მათ საერთო რაოდენობას ან ადარებდნენ წყლის
ერთ მხარეს მყოფ კურდღლების რაოდენობას მეორე მხარეს მყოფ კურდღლების რაოდენობას. მოსწავლეებისათვის თალსაჩინოება გაკვეთილს ხდიდა უფრო საინტერესოს, რაც დაეხმარათ არაქართულენოვან
მოსწავლეებს ამოცანის უკეთ გაგება,
გააზრებასა და ამოხსნაში.
ეს რესურსი შეესაბამება ესგ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს:
maT.III.4.
moswavles SeuZlia gamoTvlebTan, TvlasTan da SefasebebTan dakavSirebuli
problemebis gadawyveta.
Sedegi TvalsaCinoa, Tu moswavle xsnis
amocanebs variantebis daTvlaze/gamoricxvaze (magaliTad, avsebs weriTi
algoriTmis gamoyenebiT Sesrulebuli Sekrebis nimuSSi gamotovebul cifrebs da
asabuTebs pasuxs); •:
ეს რესურსი გამოვიყენე ასევე ამავე კლასში,ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. კერძოდ ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი ადგილების კლასიფიკაციისთვის
. საარსებო გარემოს მიხედვით მოსწავლეები ბუნების გაკვეთილებზე
ცოცხალ ორგანიზმებს ათავსებენ შესაბამის ადგილას. მაგალითად ფრინველებს
ცაში, კურდღლებს -მიწაზე და ა.შ. მოსწავლეებისთვის ამ რესურსის გამოყენება ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა.
bun.III.3. moswavlem
unda SeZlos ZuZumwovrebis zogadi daxasiaTeba.
Sedegi TvalsaCinoa,
Tu moswavle: akvirdeba da aRwers
cxovelebis zogierT garegnul niSans (mag., sxeulis forma, safarveli, kidurebi,
kbilebi) da ukavSirebs maTi cxovrebis nirsa da saarsebo garemos (mag., xmeleTi,
wyali, haeri, qviSiani udabno, mTa) Taviseburebebs.
რესურსი ასევე გამოიყენება II კლასში ამოცანების
ამოხსნის დროს.
maT.II.5.
moswavles SeuZlia ricxvebisa da maTze moqmedebebis gamoyeneba amocanebis
amoxsnisas.
Sedegi
TvalsaCinoa, Tu moswavle: amocanis pirobis mixedviT gansazRvravs, Tu ra aris
mocemuli da ra aris saZebni; martivi amocanis amosaxsnelad irCevs Sesabamis
moqmedebas da misi Sesrulebis xerxs;
რეფლექსია
სასწავლო რესურსის შექმნის მიზანი იყო არაქართულენოვანი
მოსწავლეებისთვის ამოცანების შინაარსის უკეთ გაგება და გაზრება, რადგან მათ ქართული
მეტ-ნაკლებად ესმით და შესაბამისად ამოცანების შინაარსის გაგებაც უჭირთ.
ეს რესურსი ასე გამოვიყენე: მოსწავლეებმა ჩემ
მიერ დამზადებული ფრინველების, ცხოველებისა და სოკოების სურათები წყლის ხან ერთ ნაპირას
განათავსეს, ხან მეორე ნაპირას ამოცანის პირობიდან გამომდინარე და ამოხსნეს ამოცანები.
ასევე ჩემ მიერ შედგენილი ამოცანების პირობის მიხედვით ამოძრავებდნენ ამ საგნებს და
ხსნიდნენ ამოცანებს.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი შეესაბამება ესგ
-ით განსაზღვრულ შედეგებს , რადგან ამოცანების გაგება ,გააზრება და სწორად ამოხსნა
სტანდარტით გათვალისწინებული თემებიდან ერთ-ერთი მათგანია.
აღნიშნულმა რესურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში
ამოცანების აღქმის , გაგებისა და ლოგიკური
აზროვნების განვითარებას.ამავდროულად გაკვეთილები უფრო ხალისიანი გახდა, რადგან მოსწავლეები
ცხოველებისა თუ ფრინველების სურათებს ხალისით ათავსებდნენ შესაბამის ადგილას და ადგილებსაც
უცვლიდნენ ამოცანის პირობიდან გამომდინარე.
რესურსი მრავალფუნქციურია, რადგან მისი გამოყენება
შეიძლება ბუნების გაკვეთილზეც ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაციის დროს საარსები გარემოს
მიხედვით და Iკლასში ამოცანების უკეთ გაგებისა და ამოხსნის მიზნით.
რესურსის გამოყენების დროს პრობლემებს არ წავაწყდით
, რადგან იგი გამოიყენა როგორც არაქართულენოვანმა ბავშვებმა, ასევე ქართველმა ბავშვებმაც.
მე შედეგით კმაყოფილი ვარ და მომავალშიც კიდევ
უფრო მრავალფეროვან და მრავალფუნქციურ რესურსებს შევქმნი საჭიროებისამებრ, რათა უფრო
ხალისიანი , საინტერესო და შემოქმედებითი გავხადო ჩემი გაკვეთილები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით , აღნიშნული
რესურსი კოლეგებს დაეხმარებათ II კლასებში ამოცანების ამოხსნის დროს.
სასწავლო რესურსი
:,, ყვავილები“
თვალსაჩინოება
კლასი : მესამე
პედაგოგი: დაწყებითი
კლასის ხელმძღვანელი ნ. ბოლქვაძე
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია
ჩემ სადამრიგებლო კლასში მყავს ერთი სსსმ მოსწავლე. მასთან ვმუშაობ ინდივიდუალური გეგმით, საჭიროებს დამატებით ყურადღებას და გაკვეთილის თემების განსხვავებულ ახსნას. აქედან გამომდინარე, მათემატიკის გაკვეთილზე როცა ჩვენი საგაკვეთილო თემა იყო მრგვალი რიცხვების გამოკლება სხვადასხვა ხერხით, მისთვის შევქმენი რესურსი, რადგან გაუჭირდა მასალის გაგება.
რესურსი იყო ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და გასაგები. მას მივეცი ყვავილის ფორმა, რომლის გულშიც ეწერა სხვადასხვა ათეულები, მაგალითად 40. ყვავილის ღეროზე დამაგრებულ ფოთლებში ეწერა ამ ათეულის შედგენილობები(მაგ
20 და 20 , 10 და 30 და ა.შ ). სსსმ მოსწავლეს ვაჩვენებდი ერთ ფოთოლს, მაგალითად 20. მას უნდა დაესახელებინა მეორე ათეული, რომლის დამატებითაც ჯამში მივიღებდით 40-ს. მოსწავლე თავად წევდა ყვავილის ფოთოლს სწორი პასუხის გასაგებად. რესურსთან მუშაობა გამოვიდა სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია დაეხმარა ათეულების შედგენილობის
დამახსოვრებასა და შეკრება-გამოკლებაში.
რესურსი გავხადე მრავალფუნქციური, რომლის გამოყენებასაც
იქნება შესაძლებელი
ასევე
მათემატიკის გაკვეთილზე I,II კლასებში, ბუნების გაკვეთილზე III კლასში და ქართულის გაკვეთილზე -
I კლასში.
კერძოდ,ქართულის გაკვეთილზე
( I კლასში)გამოსაყენებლად ფორმატზე, კვლავ განათავსებს
ფერად-ფერადი ყვავილებს ,რომლის გულშიც დაწერსე ერთი სიტყვა ,ხოლო მოსწავლეს სთხოვს
ამ მთავარ სიტყვაში შემავალი ასო-ბგერებით შეადგინოს ახალი ორმარცვლიანი სიტყვები . სავარაუდო პასუხებს წინასწარ გაამზადებს ყვავილის ფურცლების ქვეშ.ამ რესურსის გამოყენებით
მასწავლებელი შეძლებს მოსწავლეებში მეტი ლექსიკური მარაგის დაგროვებას. ეს რესურსი შეესაბამება ესგ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს:
ქართ.დაწყ.(I).6 სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ბგერებს;
• ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
ეს რესურსი
I-II კლასშიც გამოიყენება ერთნიშნა და მრგვალი ორნიშნა რიცხვების შედგენილობის სწავლების
დროს.
რესურსს ბუნების გაკვეთილზე გამოვიყენებ მესამე კლასში ყვავილის აგებულების
შესწავლის დროს.კერძოდ მოსწავლეებს ვაჩვენე ფოთოლი, ღერო, ყვავილი და მოსწავლეებმა
თავად ამოიცნეს და მიახატეს ფესვი , რომელიც არ ქონდა ჩემ მიერ დამზადებულ რესურსს(რადგან
ეს რესურსი მათემატიკის გაკვეთილზე გამოსაყენებლად არ საჩიროებდა ფესვს).ეს რესურსი
შეესაბამება ესგ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს:
bun.III.2. moswavlem unda SeZlos yvavilovani mcenareebis zogadi
daxasiaTeba. Sedegi TvalsaCinoa, Tu moswavle:
·
amoicnobs yvavilovani mcenaris ZiriTad organoebs
da msjelobs maTi daniSnulebis Sesaxeb.
რესურსთან მუშაობის პროცესი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის საინტერესო, გაზარდა მოტივაცია და ჩართულობა. რესურსთან მუშაობის დროს პრობლემები შემექმნა
სსსმ მოსწავლესთან , რადგან მას ძალიან უჭირდა მარცვლების დახმარებით სიტყვების შედგენა,
ამიტომ მე მას მუდმივად ვეხმარებოდი და ერთად ვადგენდით სიტყვებს. მიუხედავად სირთულისა
, მისთვის
ეს პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
რეფლექსია
სასწავლო
რესურსის შექმნა განაპირობა იმან ,რომ სსსმ
მოსწავლეს გაუჭირდა შეკრება -გამოკლების ოპერაციების შესრულება ათასის ფარგლებში მრგვალ
ათეულებზე. ეს რესურში შეესაბამება ისგ-ში დაწერილ გრძელვადიან მიზანს. ( მოსწავლეს
შეუძლია 1000-ის ფარგლებში ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება.).
ეს რესურსი
ჩემ შემთხვევაში გათვალისწინებულია მესამე კლასელი სსსმ მოსწავლესთვის, მაგრამ სრულიად
დასაშვები პედაგოგებმა გამოიყენონ Iდა II კლასშიც
მსგავსი თემის შესწავლის დროს, რითაც მოსწავლეებს განუვითარებენ სწრაფად აზროვნების
უნარს. ამავდროულად რესურსი სახალისოს და მრავალფეროვანს
ხდის საგაკვეთილო პროცესს. სსსმ მოსწავლემ შეისწავლა ( ძირითადად დაიზეპირა) მრგვალი
რიცხვების შედგენილობა , ხოლო კლასის დანარჩენმა მოსწავლეებმა განიმტკიცეს ნასწავლი
მასალა .
ეს რესურსი
სსსმ მოსწავლესთან ასე გამოვიყენე: ყვავილის გულში დავწერე რიცხვი( მაგ.: 40) შემდეგ მოსწავლეს ვაჩვენე ფოთლის
ქვეშ დაწერილი ერთი რიცხვი (20) და მოსწავლემ გამოიცნო მეორე რიცხვი (20) . ასე თამაშ -თამაშით სსსმ მოსწავლემ ისწავლა მრგვალი
ათეულების შედგენილობა.
რესურსი
მრავალფუნქციურია , რადგან მისი გამოყენება შეიძლება პირველ და მეორე კლასშიც ასო-ბგერებიდან მარცვლებისა
და ორმარცვლიანი სიტყვების შედგენის დროს, რითაც მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს. მაგალითად მასწავლებელის მიერ ყვავილის
გულში ჩაწერილი სიტყვიდან ,, ხეხილი“ მათ შეუძლიათ შეადგინონ შემდეგი სიტყვები: ,,ხილი“
და ,,ხელი“ .
რესურსი
ასევე შეგვიძლია გამოვიყებოთ მესამე კლასში ბუნების გაკვეთილზე ყვავილის აგებულების
შესწავლის დროს.
რესურსის
შექმნისათვის გათვალისწინებულია სამიზნე ჯგუფი მესამე კლასი და კერძოდ სსსმ მოსწავლე
და მისი შესაძლებლობები.
აღნიშნული თვალდაჩინოებამ გაკვეთილი გახადა სსსმ მოსწავლისთვის
უფრო საინტერესო და გასაგები. შედეგით ნაწილობრივ კლაყოფილი ვარ, თუმცა სამომავლოდ
ვიმედოვნებ, რომ ჩემი მოსწავლე ,რომლისთვისაც იყო კერძოდ ეს რესურსი შექმნილი , უფრო
მეტ შედეგზე გავა .
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი დაეხმარება I,II და III კლასის
პედაგოგებს როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის,
ასევე მათემატიკისა და ბუნების გაკვეთილზე.
No comments:
Post a Comment