წრის სამუშაო პროგრამა/ განრიგი
წრის სახელწოდება: შევიყვაროთ წიგნი
მასწავლებელი: ნანა ბოლქვაძე
სკოლა: ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლა
კლასი:ІІIა
2018/19 სასწავლო წელს ვასწავლიდი მე-3ა
კლასს. სასწავლო წლის I სემესტრში მოსწავლეები
ნაკლებად ინტერესდებოდნენ მხატვრული ლიტერატურის კითხვით. რაც განაპირობა იმან, რომ
ზოგიერთს უჭირდა გამართული კითხვა და ტექსტის გააზრება.
სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად გადავწყვიტე წრის ჩამოყალიბება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
.
საწრეო მუშაობის მიზანი:
Ø
მოსწავლეს
განუვითარდეს ძირითადი სამეტყველო უნარები(კითხვა, მოსმენა, საუბარი);
Ø
გამოუმუშავდეს
წაკითხული ტექსტის გაგების , გააზრებისა და კონსტრუირების უნარი;
Ø
გაუღრმავდეს
მხატვრული ლიტერატურის კითხვისადმი ინტერესი.
საწრეო მუშაობაში ჩართვით, ჩემი აზრით ,მოსწავლეებს
ვუბიძგებდი წიგნიერებისაკენ, ბიბლიოთეკით სარგებლობისაკენ, ახალი წიგნების შეძენისაკენ
და საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნისაკენ.
საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა კვირაში ერთი საათი, ყოველ
ორშაბათს , მე-3ა კლასის საკლასო ოთახში. მეცადინეობის განრიგისა და გეგმის
შესახებ მშობლებს ინფორმაცია მიეწოდათ მეორე სემესტრის დასაწყისში. (იხ. დანართი
1) წრის მუშაობაში ჩართული იყო 15 მოსწავლე. წასაკითხი მასალა ყველასთვის საინტერესო
რომ ყოფილიყო ,გეგმაში არსებული ნაწარმოებების წაკითხვა და განხილვა ხდებოდა კლასში
მოსწავლეების მიერ . მუშაობა მიმდინარეობდა მრავალფეროვანი მეთოდებით და მოსწავლეთა
შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ვიყენებდით გონებრივ იერიშს, წყვილებში მუშაობას, ვავსებდით,,გმირისრუკას
„ , ვნახეთ ისტორიული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი მხატვრული ფილმები.რის შემდეგაც
, მოხდა მათი განხილვა და წაკითხულთან შედარება.
საწრეო მუშაობის დასასრულს მოვახდინე წაკითხული ნაწარმოებებისა
და მათი ავტორების შესახებ მიღებული ინფორმაციების შეჯამება. პროგრამაში გამოყენებული
სასწავლო რესურსები ( სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა, ისტორიული ფილმები) შეესაბამებოდა
წრის მუშაობის მიზნის მიღწევას. მსგავსი წრეების ფუნქციონირება სწორი, გააზრებული კითხვის
პროფილის მიხედვით მეტად მნიშვნელოვანია და აქტუალური იმიტომ, რომ მოსწავლე მიეჩვიოს
გამართულ კითხვას , წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას,
კონსტრუირებას და რაც მთავარია შეიყვაროს წიგნი.
ჩემ მიერ განხორციელებული სამუშაოს შეფასებისთვის, შევიმუშავე
მშობლისა და მოსწავლის შეფასების კითხვარი. (დანართი2, 3) მიღებული ინფორმაციით აუცილებლად
დავგეგმავ მომავალ აქტივობებს.
დანართი
1
წრის მეცადინეობის გეგმა
კლასი: III ა
სასწავლი წელი:
2018/2019
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ , ორშაბათს,
13:25-14:25 )
№
|
თარიღი
|
თემის დასახელება
|
ლიტერატურა
|
სთ
|
1
|
21.01
|
წრის შექმნის მიზნის
გაცნობა, მოსწავლეთა მოტივირება
|
1სთ
|
|
2
|
28.01
|
სად ცხოვრობს მეზღაპრე
|
რევაზ ინანიშვილის
მოთხრობები
|
1სთ
|
3
|
04.02
|
ბიბო
|
რევაზ ინანიშვილის
მოთხრობები
|
1სთ
|
4
|
11.02
|
დედა შვილის ზღაპარი
|
ოტია იოსელიანის ,,დაჩის
ზღაპრები“
|
1სთ
|
5
|
18.02
|
ჩექმებიანი კატა
|
შარლ პერო
|
1სთ
|
6
|
25.02
|
თინას ლეკური
|
ეკატერინე გაბაშვილი,
,,რჩეული საბავშვო მოთხრობები“
|
1სთ
|
7
|
04.03
|
წვიმის მოყვარული კაცის
ამბავი
|
გ. პეტრიაშვილის მოთხრობები
|
1სთ
|
8
|
18.03
|
ხატაურა ჩემია
|
ეკატერინე გაბაშვილი,
კრებულიდან ,,რჩეული საბავშვო მოთხრობები“
|
1სთ
|
9
|
25.03
|
,,გულითადი მეგობრები“
,,მეგობრები“
|
იროდიონ ევდოშვილი
ლეო ქიაჩელი
|
1სთ
|
10
|
01.04
|
ვიდეო მასალის ჩვენება ,მოსმენა, დაკვირვება და ანალიზი
|
პროექტორის გამოყენებით
მულტფილმის ჩვენება და განხილვა
|
1სთ
|
11
|
08.04
|
,,რას გალობს შაშვი“
|
იროდიონ ევდოშვილი
|
1სთ
|
12
|
15.04
|
,,სირცხვილის აშორება“
|
იაკობ გოგებაშვილი
|
1სთ
|
13
|
22.04
|
,,ჭკვიანი ძაღლი“
|
იაკობ გოგებაშვილი
|
1სთ
|
14
|
06.05
|
დავით აღმაშენებელი
|
იაკობ
გოგებაშვილი
|
1სთ
|
15
|
13.05
|
თამარ მეფე
,,რუქნადინის დამარცხება“
|
იაკობ გოგებაშვილი,
კრებული ,,რჩეული საბავშვო მოთხრობები“
|
1სთ
|
16
|
20.05
|
საშინელი სასჯელი მოღალატისა
|
იაკობ გოგებაშვილი
|
1სთ
|
17
|
27.05
|
ერეკლე მეფე და ინგილო
ქალი
ფილმი ერეკლე მეფეზე
|
იაკობ გოგებაშვილი
,კრებული ,,რჩეული საბავშვო მოთხრობები“,
|
1სთ
|
18
|
03.05
|
შესწავლილი ნაწარმოებების შეჯამება
|
1სთ
|
დანართი 2
კითხვარი მშობლებისთვის
1.
მოსწავლის
სახელი, გვარი, კლასი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
დროულად
მიიღეთ თუ არა ინფორმაცია წრის მუშაობის შესახებ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
ადევნებდით
თუ არა თვალს წრის მუშაობას?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
წრის
მუშაობისას დამუშავებული საკითხები/ თემები მორგებული იყო თუ არა მოსწავლეთა ინტერესებზე?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
აისახა
თუ არა წრის მუშაობა ბავშვის აკადემიურ და გონებრივ წინსვლაზე?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
იყო
თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი მოსწავლეებისთვის განხილული საკითხები?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.
შექმნილი
იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.
როგორ
შეაფასებდით წრის მუშაობას?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
9.
რის
შეცვლას ისურვებდით?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3
მოსწავლის კითხვარი
1)მოსწავლის სახელი
გვარი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2) როგორ გაიგე
წრის შექმნის შესახებ?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3) რას საქმიანობდით
წრის მუშაობისას?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4) წაკითხულიდან
რომელი მოთხრობა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5) რას შეცვლიდი?
რეფლექსია
მოგახსენებთ ,რომ 2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში , III ა კლასში ჩავატარე ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. სადაც ესწრებოდა ჩემი კლასის 15 მოსწავლე. წრის სახელწოდება იყო ,,შევიყვაროთ წიგნი“
ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს განევითარებინათ ძირითადი სამეტყველო უნარები (კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოემუშავებინათ წაკითხული ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარი. გასცნობოდნენ ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრს და რაც მთავარია შეყვარებოდათ წიგნის კითხვა.
ჩემ მიერ დასახული მიზნების განხორციელება მოხერხდა, რადგან მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ ჩემ მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობებში . მაგ.: დაიწყეს მსჯელობა ნაწარმოების ირგვლივ, გამოყვეს ნაწარმოებიდან მთავარი მოქმედი გმირი/გმირები და მსჯელობდნენ მის/ მათ ხასიათის თვისებებზე.
ჩემ მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად . წრის მუშაობა არ საჭიროებდა პროგრამის მოდიფიცირებას . წრის მუშაობა წარმატებული იყო ყველა ეტაპზე, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ეტაპს , როდესაც ნახულობდნენ ვიდეო მასალას ისტორიულ მოთხრობებზე . ისინი ემოციებს ვერ მალავდნენ და გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს ნანახთან დაკავშირებით.
წრეში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა დიდი სარგებელი მიიღეს, რადგან ისინი გაეცნენ ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრს , წაიკითხეს მოთხრობები, ნახეს ვიდეო-ფილმები, ისწავლეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა , ერთმანეთის მოსმენა და რაც მთავარია წაკითხული შინაარსის გაგება-გააზრება. წრის მუშაობის დროს მოსწავლეები ავსებდნენ დ. გოშხეთელიანის და ი. ინანეიშვილის მიერ შედგენილ ტესტებს ,,ზოგადი უნარები“, რაც მეხმარებოდა იმაში, რომ დამედგინა რამდენად კარგად იგებდნენ უცხო ტექსტს.
ჩემი აზრით ალბათ უფრო საინტერესო და სახალისო იქნებოდა, თუ მოსწავლეებს შევაქმნევინებდი სხვადასხვა რესურსებს პროგრამაში მოცემული თემიდან გამომდინარე.
წრის მუშაობა და რეფლექსია ატვირთულია ჩემს ბლოგზე https://bolqvadzenanasblogi.blogspot.com/
წრის სამუშაო პროგრამა/ განრიგი
წრის სახელწოდება: ჩვენ გვიყვარს მათემატიკა
მასწავლებელი: ნანა ბოლქვაძე
სკოლა: ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლა
კლასი:ІІIა
2018/19 სასწავლო წელს ვასწავლიდი მე-3ა
კლასს. სასწავლო წლის I სემესტრში მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ
მათემატიკურ კონკურსებში, რაც განახორციელეს კიდევ. მაგრამ მათ ვერ აიღეს ამ კონკურსებში
მაღალი ქულები, რადგან სკოლის სახელმძღვანელოში პროგრამით გათვალისწინებული ლოგიკური
ამოცანები არ იყო მათთვის საკმარისი ცოდნის საფუძვლიანად დასაგროვებლად.
სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად გადავწყვიტე მათემატიკის წრის ჩამოყალიბება .
საწრეო მუშაობის მიზანი:
ü
მოსწავლეს
გაუღრმავდეს ცოდნა ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში;
ü
მოიძიოს
ლოგიკური ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა გზები;
ü
ისწავლოს
კონკურსებში წარმოდგენილ ტესტებზე მუშაობა;
ü
აუმაღლდეს
მოსწავლეებს მოტივაცია ლოგიკური ამოცანების ამოხსნისადმი.
საწრეო მუშაობაში ჩართვით, ჩემი აზრით, მოსწავლეებს
ვუბიძგებდი იმისკენ , რომ კვლავ მიეღოთ გაზაფხულზე ჩატარებულ ოლომპიადებში მონაწილეობა
( ახლა უკვე მეტად მოტივირებულებს) და გამოევლინათ თავიანთი მაქსიმალური შესაძლებლობა.
საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა კვირაში ერთი საათი, ყოველ
ხუთშაბათს , მე-3 კლასის საკლასო ოთახში. მეცადინეობის განრიგისა და გეგმის შესახებ
მშობლებს ინფორმაცია მიეწოდათ მეორე სემესტრის დასაწყისში. (იხ. დანართი 1) წრის მუშაობაში
ჩართული იყო 10 მოსწავლე . მთელი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს ვაძლევდი ამოსახსნელად
სხვადასხვა ლოგიკურ ამოცანებს და სავარჯიშოებს,
როგორც ,, ევერესტის“ ასევე ,,კინგსის“ კონკურსებში უკვე გამოყენებულს. ასევე ერთობლივად ვმუშაობდით კომაროვის საშაბათო სკოლის მიერ გამოცემულ
წიგნში მოცემულ სავარჯიშოებზე. მოსწავლეებს დავალებად ვაძლევდი ამავე წიგნიდან რამოდენიმე სავარჯიშოს,
რათა დამოუკიდებლად შეესრულებინათ.
საწრეო მუშაობის დასასრულს გავიმეორეთ შესწავლილი მასალა
და მოსწავლეებს დავაწერინე ჩემ მიერ შედგენილი
ტესტი, სადაც მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. პროგრამაში გამოყენებული
სასწავლო რესურსები, ჩემი აზრით, შეესაბამებოდა
წრის მუშაობის მიზნის მიღწევას. მსგავსი წრეების ფუნქციონირება საკმაოდ მნიშვნელოვანია,
რადგან მოსწავლემ უნდა შეძლოს გონების განვითარება, ლოგიკური ამოცანებისა და სხვა სავარჯიშოების საშუალებით.
ჩემ მიერ განხორციელებული სამუშაოს შეფასებისთვის, შევიმუშავე
მშობლისა და მოსწავლის შეფასების კითხვარი. (დანართი2, 3) მიღებული ინფორმაციით აუცილებლად
დავგეგმავ მომავალ აქტივობებს.
დანართი
1
წრის მეცადინეობის გეგმა
კლასი: III ა
სასწავლი წელი:
2018/2019
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ , ხუთშაბათს,
13:25-14:25 )
№
|
თარიღი
|
თემის დასახელება
|
ლიტერატურა
|
სთ
|
1
|
24.01
|
წრის შექმნის მიზნის
გაცნობა, მოსწავლეთა მოტივირება
|
|
1სთ
|
2
|
31.01
|
ლოგიკური ამოცანები
გვ.90-91
საშ. დავალება : ლოგიკური ამოცანები გვ.92-93
|
კინგსის ამოცანების
კრებული ,,600 ამოცანა 600ამოხსნა“
|
1სთ
|
3
|
07.02
|
ლოგიკური ამოცანები
გვ.94-95
საშ. დავალება : ლოგიკური
ამოცანები გვ.96-97
|
კინგსის ამოცანების
კრებული ,,600 ამოცანა 600ამოხსნა“
|
1სთ
|
4
|
14.02
|
ლოგიკური ამოცანები
გვ.98-99
საშ. დავალება : ლოგიკური
ამოცანები გვ.100-102
|
კინგსის ამოცანების
კრებული ,,600 ამოცანა 600ამოხსნა“
|
1სთ
|
5
|
21.02
|
ლოგიკური ამოცანები
გვ. 96-100
საშ. დავალება:ლოგიკური
ამოცანები გვ. 103-104
შემაჯამებელი ტესტი
№1
|
კინგსის ამოცანების
კრებული ,,600 ამოცანა 600ამოხსნა“
|
1სთ
|
6
|
28.02
|
საოლიმპიადე ამოცანები
გვ. 108-110
საშ. დავალება: საოლიმპიადე
ამოცანები გვ. 111-112
|
კინგსის ამოცანების
კრებული ,,600 ამოცანა 600ამოხსნა“
|
1სთ
|
7
|
07.03
|
საოლიმპიადე ამოცანები
გვ.113-114
საშ. დავალება: საოლიმპიადე
ამოცანები გვ.115-116
|
კინგსის ამოცანების
კრებული ,,600 ამოცანა 600ამოხსნა“
|
1სთ
|
8
|
21.03
|
საოლიმპიადე ამოცანები
გვ.117-118
საშ. დავალება: საოლიმპიადე
ამოცანები გვ.119-120
|
კინგსის ამოცანების
კრებული ,,600 ამოცანა 600ამოხსნა“
|
1სთ
|
9
|
28.03
|
სააზროვნო ამოცანები
გვ.18
№31,32 გვ.19№33, 34
საშ. დავალება:სააზროვნო ამოცანები
გვ.28 №51,52 გვ.29 №53, 54
|
დ. ნანობაშვილი
,,ევერესტი“ ІХ ნაწილი
|
1სთ
|
10
|
04.04
|
სააზროვნო ამოცანები გვ.30 №55,56 გვ.31 №57, 58
საშ. დავალება:სააზროვნო
ამოცანები გვ. 32 №59, 60 გვ.33 №61,62
|
დ. ნანობაშვილი
,,ევერესტი“ ІХ ნაწილი
|
1სთ
|
11
|
11.04
|
სააზროვნო ამოცანებიგვ. 34 №63, 64 გვ. 35№65,66
საშ. დავალება:სააზროვნო
ამოცანები გვ. 36 №67, 68 გვ. 37№69, 70
შემაჯამებელი ტესტი
№2
|
დ. ნანობაშვილი
,,ევერესტი“ ІХ ნაწილი
|
1სთ
|
12
|
18.04
|
გაკვეთილი №1 გვ. 1-2
საშ. დავალება გვ. 3-4
|
კომაროვის საშაბათო
სკოლის ამოცანები
|
1სთ
|
13
|
25.04
|
გაკვეთილი №2 გვ. 5-6
საშ. დავალება გვ. 7
|
კომაროვის საშაბათო
სკოლის ამოცანები
|
1სთ
|
14
|
02.05
|
გაკვეთილი №3 გვ. 8-9
საშ. დავალება გვ. 10
|
კომაროვის
საშაბათო სკოლის ამოცანები
|
1სთ
|
15
|
16.05
|
გაკვეთილი №4გვ. 11-12
საშ. დავალება გვ. 13-14
|
კომაროვის საშაბათო
სკოლის ამოცანები
|
1სთ
|
16
|
23.05
|
გაკვეთილი №5 გვ. 15-16
საშ. დავალება გვ. 17-18
|
კომაროვის საშაბათო
სკოლის ამოცანები
|
1სთ
|
17
|
30.05
|
შემაჯამებელი ტესტი№3
|
|
1სთ
|
18
|
06.05
|
შემაჯამებელი ტესტის
განხილვა და მოსწავლეთა შეხედულებების გაზიარება,
წრის მუშაობასთან დაკავშირებით
|
|
1სთ
|
დანართი 2
კითხვარი მშობლებისთვის
1.
მოსწავლის
სახელი, გვარი, კლასი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
დროულად
მიიღეთ თუ არა ინფორმაცია წრის მუშაობის შესახებ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
ადევნებდით
თუ არა თვალს წრის მუშაობას?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
წრის
მუშაობისას დამუშავებული მასალა ( ლოგიკური ამოცანები, სახალისო სავარჯიშოები და ა.შ)
მორგებული იყო თუ არა მოსწავლეთა ინტერესებზე?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
აისახა
თუ არა წრის მუშაობა ბავშვის აკადემიურ წინსვლაზე?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
განხორციელებული აქტივობები საინტერესო
იყო თუ არა მოსწავლეებისთვის ?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.
შექმნილი
იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.
როგორ
შეაფასებდით წრის მუშაობას?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
9.
რას
შეცვლიდით?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3
მოსწავლის კითხვარი
1)მოსწავლის სახელი
გვარი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2) როგორ გაიგე
წრის შექმნის შესახებ?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3) რას საქმიანობდით
წრის მუშაობისას?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4) წრეზე განხილული
საკითხებიდან რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5) რას შეცვლიდი?
რეფლექსია
მოგახსენებთ ,რომ 2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში , III ა კლასში ჩავატარე მათემატიკის წრე. სადაც ესწრებოდა ჩემი კლასის 10 მოსწავლე. წრის სახელწოდება იყო ,,ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“.
ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ლოგიკური ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა გზების ძიება, კონკურსებში წარმოდგენილ ტესტებზე მუშაობა.
ჩემ მიერ დასახული მიზნების განხორციელება მოხერხდა, რადგან მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ მუშაობაში, მოჰქონდათ სხვადასხვა სახალისო ამოცანები, რომელსაც ერთად ვარჩევდით კლასში, რითაც იღრმავებდნენ ცოდნას და რაც მთავარია ამოხსნის გზებს თავად ეძებდნენ , რაც მე ძალიან მახარებდა. ასევე ჩემ მიერ შედგენილ შემაჯამებელ ტესტებში იღებდნენ მაღალ შეფასებებს და რაც მთავარია მონაწილეობა მიიღეს ,,კინგსის“ კონკურსში, გაზაფხულის სეზონზე და აიღეს მაღალი ქულები.
ჩემ მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად . საწრეო მუშაობა წარმატებული იყო მუშაობის ყველა ეტაპზე, მაგრამ განსაკუთრებით შემაჯამებელი ტესტების დროს , რადგან მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავდნენ, როდესაც ნახულობდნენ თავიანთი ნაშრომების შედეგებს.
წრეში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა დიდი სარგებელი მიიღეს, რადგან მათ ისწავლეს ლოგიკური ამოცანების ამოხსნა და მსჯელობა სხვადასხვა სავარჯიშოების ამოხსნის დროს. მუშაობის პროცესში პროგრამის მოდიფიცირება არ გახდა საჭირო.
ჩემი აზრით, ალბათ უფრო საინტერესო და სახალისო იქნებოდა თუ მოსწავლეებს მივაწვდიდი სხვადასხვა სახალისო ამოცანებს ვიდეოს სახით.
წრის მუშაობა და რეფლექსია ატვირთულია ჩემს ბლოგზე https://bolqvadzenanasblogi.blogspot.com/
No comments:
Post a Comment