სასწავლო პროექტის
სახელწოდება: ,,ო, ენავ ჩემო!“
პროექტის სავარაუდო
ხანგრძლივობა:
ოთხი კვირა, 1-ლი აპრილი - 25 აპრილი
სამიზნე ჯგუფი:
III ა კლასის
მოსწავლეები (25 მოსწავლე)
პოექტის მოკლე
ანოტაცია:
მოსწავლეებმა ,ჩვენი სამშობლოს ,ქართველი მწერლების თუ პოეტების შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, მოიძიეს და დაამუშავეს მასალა , გაეცნენ ლიტერატურას
ქართული ენის შესახებ. ჩემი დახმარებით დაიყვნენ ჯგუფებად და მოპოვებული ინფორმაციით
შექმნეს კედლის გაზეთი, კუთხეების მიხედვით
და გააკეთეს პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი,სასწავლო ნაწილის
გამგე,პედაგოგები და მშობლები.
პროექტის აქტუალობა:
არსებული სიტუაციის
ანალიზი/პრობლემის იდენტიფიცირება.
აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე და
სხვანი და სხვანი ჩვენი სამშობლოს უკვდავი მწერლები არიან, რომელთა შემოქმედებაზეც
იზრდებიან თაობები. ამიტომ გადავწყვიტე უფრო ღრმად გაცნობოდნენ ჩემი მოსწავლეები საქართველოს
სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ამ დიდებულ მწერლებს და მათ შემოქმედებას, ასევე მიეღოთ ინფორმაცია
ქართული ენისა და მისი განვითარების საფეხურების
შესახებ. ამ პროექტით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას
, განუვითარდებათ მასალის მოძიების და დამუშავების უნარი.
პროექტის მიზანი:
1.
მოსწავლეებმა
მოიძიონ და დაამუშაონ მასალა ქართული
ენის შესახებ ;
2.
გაეცნონ საქართველოს
კუთხეებში მცხოვრებ ქართველ მწერლებს ,პოეტებს და მათ შემოქმედებას;
3.
გააკეთონ კედლის გაზეთი და შეძლონ შესრულებული ნამუშევრების
წარდგენა
სასწავლო
პროექტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები:
ქართული ენა და ლიტერატურა
·
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება.
·
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა
და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
·
ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ
სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი
გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
ხელოვნება
·
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
·
მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა
და წარმოსახვის მეშვეობით.
·
ქმნის ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ ილუსტრაციებს.
·
მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები,
გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები
საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ისტ
- მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
- კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით,
მათ შორის მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით
მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ მას სხვებს უზიარებს / უცვლის.
პროექტის
ამოცანები:
1.
მოსწავლეები მოიძიებენ , დაამუშავებენ და შეისწავლიან
მწერლების ,პოეტების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას;
2.
მოიძიებენ და გაეცნობიან ლიტერატურას ქართული ენის შესახებ;
3.
მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფურად , შექმნიან კედლის
გაზეთს და გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას .
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის
განხორციელების შედეგად მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ ქართული ენისა და
ქართველი მწერლების შესახებ,
პროექტზე
მუშაობის დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კომპიუტერთან
და წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევები,მასალის გაგება-გააზრების და დახარისხების
უნარი. რაც ხელს შეუწყობს მათ გონებრივ განვითარებას.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს
შეუძლიათ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, დახარისხება , კედლის გაზეთის დამზადება და
ნამუშევრის წარდგენა.
დაგეგმილი აქტივობების
დეტალური აღწერა:
1.
პროექტის დაწყების
წინ მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და ამოცანები. მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრე ამ პროექტის საჭიროებაზე .
2.
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად
კუთხეების მიხედვით ( ქართლი,კახეთი ,იმერეთი,გურია და მთა) და თითოეულ ჯგუფს მივეცი
დავალება
მოეძიებინათ ინფორმაცია ქართულ ენაზე და დაემუშავებინათ .
3.
მოსწავლეებს
დავავალე მოეძიებინათ ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიაში და მთაში მცხოვრები
მწერლების სახელი და გვარები .
4.
მოძიებული ინფორმაციები ჯგუფების მიხედვით განვიხილეთ
და
ჩემი დახმარებით ამოვარჩიეთ ხუთი ცნობილი მწერალი
, რომელთა მოკლე ბიოგრაფიის და შემოქმედების მოძიება და შესწავლაც დაიწყეს.
5.
მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციებით მოსწავლეებმა
მშობლების დახმარებით დაამზადეს 5 კეთლის გაზეთი კუთხეების მიხედვით.
6.
პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით გააკეთეს პრეზენტაცია
საქართველოს კუთხეებზე, ქართულ ენაზე, ქართველ მწერლებზე და მათ შემოქმედებაზე.
პროექტის
მდგრადობა:
პროექტს გრძელვადიან პერსპექტივაში
შეუძლია სხვადასხვა სარგებლობის მოტანა:
1.
მოსწავლეები
აქტიურად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში , გაიხსენებენ
და შეისწავლიან ქართველი მწერლების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, დაამუშავებენ ინფორმაციას
ქართული ენის შესახებ;
2.
ისწავლიან თანამშრომლობას,
მოძიებული მასალის წარდგენას.
აქტივობების ვადები :
აქტივობის დასახელება
|
აპრილი
|
|
|||
Iკვირა
|
IΙკვირა
|
IΙΙკვირა
|
IVკვირა
|
||
პროექტის მიზნები და ამოცანების გაცნობა .
საუბარი პროექტის საჭიროებაზე .
|
+
|
|
|
|
|
მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და ქართული ენის შესახებ მასალის მოძიება
და დამუშავება
|
+
|
|
|
|
|
ინფორმაციის მოძიება ქართლში,
კახეთში, იმერეთში, გურიაში და მთაში მცხოვრებ მწერლებზე .
|
|
+
|
|
|
|
5 ცნობილი მწერლის ბიოგრაფიის და შემოქმედების გაცნობა და შესწავლა
|
|
+
|
|
|
|
კედლის გაზეთის დამზადება
|
|
|
+
|
|
|
პრეზენტაციის გაკეთება
|
|
|
|
+
|
|
მონიტორინგი და
შეფასება:
№
|
ამოცანები
|
ინდიკატორი
|
გადამოწმების წყაროები
|
1.
|
მოსწავლეები მოიძიებენ
ინფორმაციას ქართული ენის შესახებ
|
მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია ქართული ენის
შესახებ
|
მონიტორინგის ჯგუფი: სკოლის დირექტორი ქ-ნ მ. მელქაძე, დაწყებითი კლასის პედაგოგი ი.ცქვიტინიძე
|
2.
|
მოსწავლეები მოიძიებენ
და გაეცნობიან ინფორმაციას ქართველი მწერლების
შესახემ.
|
შეძლებენ ისაუბრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაბადებულ მწერლებზე
და მათ შემოქმედებაზე.
|
მონიტორინგის ჯგუფი: სკოლის დირექტორი ქ-ნ მ. მელქაძე, დაწყებითი კლასის პედაგოგი ი. ცქვიტინიძე
|
3.
|
მოსწავლეები შეძლებენ მათ
მიერ შექმნილი გაზეთების პრეზენტაციას
|
მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ მათ მიერ შექმნილ გაზეთზე , თუ როგორ
დაამზადეს მშობლებთან ერთად
|
სკოლის facebook გვერდი
|
პროექტის რესურსები:
პროექტზე მოშაობისას გამოვიყენებთ
სხვადასხვა რესურსს:
1.
ადამიანური რესურსები:
·
მუსიკის პედაგოგი
- ვერიკო ხასაშვილი
·
მესამე კლასის
მშობლები
2.
ტექნიკა:
·
პროექტორი;
·
ფოტოაპარატი;
·
კომპიუტერი;
·
პრინტერი
და სხვა.
3.
საკანცელარიო ნივთები: რვეულები, ფერადი ფანქრები, თაბახის
ფურცლები, ფორმატი,კალმები
4.
ფერადი სურათები
ჯამური ბიუჯეტი
ხარჯვის სახეობა
|
სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა
|
ორგანიზაციის წვლილი
|
სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი/
გარანტირებული თანხა
|
ჯამური თანხა
|
კომენტარი განმარტება
|
საკანცელარიო ნივთები
|
0,00
|
0,00
|
0,00
|
20 ლარი
|
|
ფერადი სურათები
|
0,00
|
0,00
|
0,00
|
10ლარი
|
|
სულ (თანხის ჯამური
ოდენობა)
|
|
|
|
30 ლარი
|
|
სასწავლო
პროექტისათვის საჭირო საკანცელარიო ნივთების და ფერადი სურათების ხარჯები გაიღეს
III ა კლასის მშობლებმა.
დატალური ბიუჯეტი
ხარჯვის სახეობა
|
ერთეულების რაოდენობა
|
ერთეულების ფასი
|
სამინისტროსგან მოთხოვნილი
|
სულ
|
თანადაფინანსების ოდენობა
|
რვეულები
|
5
|
0,80
|
0,00
|
4 ლარი
|
0,00
|
ფერადი ფანქრები
|
5
|
2,50
|
0,00
|
7,50
|
0,00
|
ფერადი სურათები
|
20
|
0,5
|
0,00
|
10 ლარი
|
0,00
|
პორმატი
|
5
|
1,5
|
0,00
|
7,50
|
0,00
|
თაბახის ფურცელი
|
50
|
0,02
|
0,00
|
1 ლარი
|
0,00
|
სულ (თანხის ჯამური
ოდენობა)
|
|
|
|
30
|
|
რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
2019 წლის 25 აპრილს წარვადგინეთ პროექტი ,,ო,ენავ ჩემო!“
მოსწავლეებმა
წარმოაჩინეს ლოგიკური მსჯელობის, კვლევა - ძიების, შემოქმედებითი უნარები.
პროექტის მიზანი იყო:
1.მოსწავლეებმა მოიძიონ და
დაამუშაონ მასალა ქართული ენის შესახებ ;
2.გაეცნონ საქართველოს კუთხეებში მცხოვრებ ქართველ მწერლებს ,პოეტებს და მათ შემოქმედებას;
3.გააკეთონ კედლის გაზეთი და შეძლონ შესრულებული
ნამუშევრების წარდგენა.
ვთვლი, რომ პროექტის გეგმაში დასახული მიზნები
იქნა მიღწეული. მოსწავლეები თავიდანვე იყვნენ მოტივირებულები, მოიძიეს ინფორმაცია ქართული
ენის, ქართველი მწერლების და მათი შემოქმედების
შესახებ, დაამზადეს კედლის გაზეთები
და გააკეთეს მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით პრეზენტაციები.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტის ყველაზე
წარმატებულ მხარედ მივიჩნევ III კვირას, როდესაც მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დაამზადეს
კედლის გაზეთები. მასში შეიტანეს სასურველი და საჭირო ინფორმაციები და გააფორმეს სურათებითა
თუ ნახატებით. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება, შეიძინეს ცოდნა
უცხო ტექსტის მოძიების და დამუშავების.ჯგუფური
მუშაობის დროს განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარი.
სასურველი იქნება, ხშირად ჩატარდეს ასეთი ტიპის
პროექტები, რადგან მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე თამამად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
პროექტის მსვლელობისას აქტივობის დამატება ან მოდიფიცირების
საჭიროება არ გამხდარა, რადგან მოსწავლეებმა მათზე დაკისრებული მოვალეობა
პირნათლად შეასრულეს და ყველა აქტივობა მორგებული იყო მათ შესაძლებლობებს.
მომავალში პროექტზე მუშაობისას შევეცდები უფრო
მეტი სახალისო აქტივობა შევარჩიო. ეს სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის, როგორც ცოდნის
გაღრმავების თვალსაზრისით, ასევე მოტივაციის ამაღლებისთვის.
პროექტზე მუშაობა
, რეფლექსია და სურათები ატვირთულია ჩემს ბლოგზე https://bolqvadzenanasblogi.blogspot.com/
No comments:
Post a Comment